ვიქტორ კულლე
დაიბადა 1962 წელს კიროვის ოლქის ქალაქ კიროვო-ჩეპეცკში. სწავლობდა ლენინგრადის სახვითი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტზე, დაამთავრა ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი და მასთან გაერთიანებული ასპირანტურა. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, იოსეფ ბროდსკის შემოქმედების სპეციალისტი. მუშაობდა ჟურნალ „ლიტერატურული მიმოხილვის“ და გამომცემლობა „საზაფხულო ბაღის“ მთავარ რედაქტორად. ავტორია პოეტური წიგნებისა „პალიმფსესტი“ (2001), „ყველაფერი სერიოზულად“ (2011) და „მადლიერება“ (2020), ლექსების კრებულისა „სიმტკიცე და სინათლე“ (2017). არის პოეზიის მთარგმნელი ინგლისური, იტალიური და რუსეთის ხალხთა ენებიდან. ტელეარხების „კულტურისა“ და „პირველი არხის“ პროგრამებისა და სცენარების შემქმნელი. მ. ლომონოსოვის, ა.გრიბოედოვის, მ.ცვეტაევას, გ.გაზდანოვის შესახებ დოკუმენტური ფილმების სცენარისტი, აგრეთვე სერიალისა — „ქალები დიდ სამამულო ომში“. ჟურნალ „ახალი სამყაროს“, იტალიურ-რუსული „LericiPea Mosca“-ს, ა.მ. ზვერევას, ახალი პუშკინური და ა.შ. პრემიების ლაურეატია. ცხოვრობს მოსკოვში.
ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე გიორგი გაჩევი წერდა:” ვიქტორ კულლის პოეზია არის წარმოსახვის გამორჩეულობა, ყოფიერების ცოდვა და სიცილი, აზროვნების ვნება, მდიდრული ლექსიკა, ტემბრების ორკესტრი, ყოვლისმომცველი ასოციაციები...”