დენის ნოვიკოვი
დაიბადა 1967 წელს მოსკოვში. სწავლობდა ა. მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტში. მუშაობდა ჟურნალ „ოგონიოკის“ პოეზიის განყოფილებაში. ლექსების გამოქვეყნება 1985 წელს დაიწყო. ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1989 წელს. 1990-იან წლებში გამოიცა კიდევ სამი კრებული: «ფანჯარა იანვარში» (1995; იოსებ ბროდსკის ბოლოთქმით), «კარაოკე» (1997) და «სამოპალი» (1999). ცხოვრობდა ინგლისში, შემდეგ ისრაელში. მან გაწყვიტა ლიტერატურულ წრეებთან ურთიერთობა და აღარაფერს ბეჭდავდა ჯერ კიდევ პრემიების ეპოქამდე, ამიტომ იყო ერთადერთი პრემიის — ჟურნალ „არიონის“ პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2014 წელს.
სიკვდილის შემდგომ გამოიცა მისი ლექსების ორი კრებული — „ვიზა“ (2007) და „მდინარე-ღრუბლები“ (2017).
ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი არტიომ სკვორცოვი, პირველი მათგანის მიმოხილვაში წერდა: „დენის ნოვიკოვი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში იყო აღიარებული პოეტური სახელოსნოს წევრთა თანაბარ პოზიციაზე. მან დატოვა ლიტერატურა და მას შემდეგ სიცოცხლეც იმ ასაკში, როცა ბევრი მხოლოდ მაშინ აღწევს შემოქმედებით სიმწიფეს. ის იყო თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერალი“.