ოლეგ იურიევი
დაიბადა 1959 წელს ლენინგრადში. დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი. ლექსების ბეჭდვა დაიწყო 1982 წელს. 1991 წლიდან ცხოვრობდა მაინის ფრანკფურტში (გერმანია). ავტორია ექვსი პოეტური წიგნისა, მათ შორის „რჩეული ლექსები და გუნდები“ (2004), „ფრანკფურტული საღამოს გასროლა“ (2007), „ლექსები და სხვა ლექსები“ (2011), „სამშობლოზე: ლექსები, გუნდები და სიმღერები 2010-2013“ (2013), «ლექსები და ბოლო დროის გუნდები“ (2016). მან ასევე გამოსცა ათზე მეტი პროზაული წიგნი (პიესები, რომანები, სტატიები ლიტერატურის შესახებ). არის ჰილდა დომინის (გერმანია) პრემიის ლაურეატი, ჟურნალების „Zvezda“ და „Novy Mir“-ის, „განსხვავებანი-ს“, „Anthologia“-ს პრემიებისა და ჯილდოების მფლობელი. გარდაიცვალა 2018 წელს.
პოეზიაში პოეტს არ ეშინოდა უწესრიგობებისა და წარმოსახვითი უხეშობის. პირიქით, მიზანმიმართულად ამუშავებდა მათ. იშვიათად გამოყენებული სიტყვები და ნეოლოგიზმები, ქუჩის გამონათქვამები, შეტანილი ზოგად მაღალ ინტელექტუალურ კონტექსტში შეადგენდა მისი ინდივიდუალური პოეტური სტილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს.