იური კუბლანოვსკი

დაიბადა 1947 წელს რიბინსკში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. მუშაობდა ექსკურსიამძღოლად მურანოვოში ფ. ი. ტიუტჩევის მუზეუმში, სოლოვეცკში, კირილო-ბელოზერსკისა და ფერაპონტოვსკის მუზეუმებში. იყო არაფორმალური პოეტური ჯგუფ „SMOG“ წევრი, მონაწილეობდა ცენზურგარეშე ალმანახ „მეტროპოლში“. 1982 წელს იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო, მუშაობდა პარიზულ გაზეთ „რუსულ აზრში“, 1990 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა. ავტორია რუსეთში, აშშ-სა და საფრანგეთში გამოცემული ოცდასამი პოეტური კრებულისა, მათ შორის «უცხოური» (1993), «რიცხვები» (1994), «კალენდრის იქით» (2001), «სინათლის წელში» (2003 წ.), «უკან გზაზე» (2006), «რჩეული» (2006), «გადათვლა» (2010, 2012), «ეძღვნება ვოლგას» (2010), «იზბორნიკი» (2011), „ცუდ ამინდში საკითხავი» (2012), «გაუმართავი დრო» (2015), «გრძელი გადაცურვა» (2017). არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის მოსკოვის მთავრობის, ალექსანდრე სოლჟენიცინის ლიტერატურული, პოეტური „ანთოლოგიის“, ახალი პუშკინის, კულტურის სფეროში რუსეთის ფედერაციის მთავრობის, ცარსკოე სელოს ხელოვნებისა და საპატრიარქოს ლიტერატურული პრემიებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ევროპულ და აზიურ ენებზე. ცხოვრობს მოსკოვში.
ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა: „იური კუბლანოვსკის პოეზია გამოირჩევა რუსული ვერსიფიკაციის ტრადიციების ერთგულებით, შეუმჩნეველი და მოზომილი, განახლებული მეტაფორიკით — არასოდეს ექსცენტრიული, ყოველთვის გამართლებული არსით; და ლექსის ბუნებრივი მდგრადობით, რომელიც ხშირად ითხოვს ხელახლა წაკითხვას და დამახსოვრებას“.