ევგენი ჩიგრინი

დაიბადა 1961 წელს კიროვოგრადის ოლქის ქალაქ მალა ვისკაში (უკრაინის სსრ). ავტორია ოთხი ლექსების წიგნისა: „მრბოლელი “(2012), „უძილო ყურე “(2014), „წყალქვეშა ბუშტი “(2015) და „უხილავი მეგზური“ (2018). არის რუსული და საერთაშორისო პოეზიის ფესტივალების მონაწილე. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ევროპულ და აღმოსავლურ ენებზე და გამოცემულია ცალკეულ წიგნებად პოლონეთში, უკრაინასა და სერბეთში. მიღებული აქვს სახალინის კულტურული ფონდის, ხელოვნების საერთაშორისო, კონსტანტინე სიმონოვის სახელობის საერთაშორისო, არსენ და ანდრეი ტარკოვსკის საერთაშორისო (უკრაინა), გორკის სახელობის ლიტერატურული, სრულიად რუსული ლიტერატურული, პაველ ბაჟოვის „ოქროს დელვიგის“, სერგეი აქსაკოვი სახელობისა და სხვა პრიზები და პრემიები. არის საერთაშორისო პენ-კლუბისა და მოსკოვის მწერალთა კავშირის წევრი. ცხოვრობს მოსკოვსა და კრასნოგორსკში, მოსკოვის მახლობლად.
კრიტიკოსი პაველ ბასინსკი აღნიშნავს, რომ „ჩიგრინს აქვს თავისი პოეტური თემა, საკუთარი პოეტური „გეოგრაფია“. აღმოსავლეთი, ინდოეთი, ყირიმი... მისი ლექსები გიზიდავენ, როგორც აღმოსავლეთის მზე, როგორც ყირიმის ღვინო. ისინი ვირტუოზები არიან...