ალექსანდრე ტერეხოვი
ტერეხოვი ალექსანდრე მიხაილის ძე (1966 წ.) — მწერალი, ჟურნალისტი, სცენარისტი, რედაქტორი. «ნაციონალური ბესტსელერის» (2012), «დიდი წიგნის» (2009) პრემიების ლაურეატი.
დაიბადა ნოვომოსკოვსკში, ტულას რეგიონში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1991 წელს. მუშაობდა ჟურნალ ,,სავერშენნო სეკრეტნოს» მიმომხილველად, ჟურნალ ,,ლიუდის» მთავარი რედაქტორის მოადგილედ, გაზეთ ,,ნასტოიაშეე ვრემიას» მთავარ რედაქტორად. ხელმძღვანელობდა მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის პრეფექტურის პრესცენტრს.
ავტორია მოთხრობების კრებულისა, ნოველებისა და რომანებისა: ,,ვირთხებზე მონადირე“, „უდაბნოს გარეუბნები“, „ეს აუტანლად ნათელი მომავალი“, მწვავე სოციალური თემატიკის „გერმანელები“ და „ქვის ხიდი“ — ისტორიული ფანტაზია სტალინურ ეპოქაზე. ბოლო ორმა წიგნმა მწვავე დისკუსია გამოიწვია და ეკრანიზებულია.
ტერეხოვს საოცარ სტილისტს, მომაჯადოებელი ენის მწერალს უწოდებენ. მისი გმირები ყოველთვის ცხოვრობენ დიდ ისტორიულ დროში, გადიან თავიანთი ეპოქის უბედურებებსა და ცდუნებებს.