სერგეი შარგუნოვი

შარგუნოვი სერგეი ალექსანდრეს ძე (1980 წ.) — გახლავთ მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის ლაურეატი (2018), წლის მწერალი» (2021), პრემია ,,ბოლშაია კნიგას» (2017, ფინალისტი), მოსკოვის სახელმწიფო პრემია და ბევრი სხვა რუსეთისა და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.
დაიბადა მოსკოვში მღვდლის ოჯახში, დედა გახლდათ მხატვარ— რესტავრატორი. დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით.
არის ჟურნალ ,,იუნოსტის» მთავარი რედაქტორი, რუსეთის მწერალთა და გამომცემელთა კავშირთა ასოციაციის თავმჯდომარე.
პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ,,ნოვი მირში», იბეჭდებოდა ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. არის ავტორი პროზაული, პუბლიცისტური და ისტორიულ— დოკუმენტური ნაშრომებისა.
დიდი აღიარება შარგუნოვს მოუტანა წიგნებმა ,,პატარა დასჯილია», ,,ვაშა», ,,1993, ოჯახური პორტრეტი ცეცხლწაკიდებული სახლის ფონზე», ბიოგრაფიულმა ნაწარმოებმა ,,კატაევი. მარადიული გაზაფხულის კვალდაკვალ», მოთხრობების კრებულმა ,,ჩვენიანები» და სხვა.
შარგუნოვის პროზა ძალიან ხატოვანი და მგრძნობიარეა, — ამასთანავე კრიტიკოსები აღნიშნავენ მის სოციალურ მგრძნობელობას, სტილისტიკურ თავისუფლებას და გამოკვეთილ აღმსარებლურ საწყისს დიდი ისტორიის აღქმასთან შერწყმულს.