ინა ლისნიანსკაია

დაიბადა 1928 წელს ბაქოში. სწავლობდა საინჟინრო ტექნიკუმსა და ბაქოს უნივერსიტეტში. თარგმნიდა აზერბაიჯანულ პოეზიას. 1979 წელს მან მონაწილეობა მიიღო ცენზურგარეშე ალმანახ «მეტროპოლში»და მეუღლე სემიონ ლიპკინთან და ვასილი აქსიონოვთან ერთად დატოვა სსრკ მწერალთა კავშირი. ავტორია ოცდაათი ლექსების წიგნის, მათ შორის «მუსიკა და ნაპირი» (2000), «ერთად» (2000; ს. ლიპკინთან ერთად), «სოდომის გარეუბანში» (2002), «მარტოხელა ნიჭი» (2003 წ.), „იერუსალიმის რვეული» (2004), «უშენოდ» (2004), «ექო» (2005), «მოხუცი ევას სიზმრები» (2007), „ჩიტთა უფლებები» (2008), «გადატანილი ფანჯრები» (2011), „ფერადი ხედვები “(2011), „ჭექა და ქუხილი “(2013), „შორს ჩემი თავისგან “(2013); სამი პროზაული წიგნი. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, ბელორუსულად, ესპანურად, ჩინურად, გერმანულად და ა.შ. არის ჟურნალების „არიონის», «ხალხთა მეგობრობის», „ზნამიის», „ახალი სამყაროს» პრემიების მფლობელი. აგრეთვე ალექსანდრე სოლჟენიცინის ლიტერატურული, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო, ეროვნული კონკურსი — «წლის წიგნის», «მოსკოვის ანგარიშის», პოეზიის „ანთოლოგიის», ბუნინის, ეროვნული პრემია «პოეტისა» და სხვა პრემიათა ლაურეატი. გარდაიცვალა 2014 წელს
მოგვიანებით წიგნებში ლისნიანსკაიამ გახსნა და განავითარა ქალის სიბერის თემა, წერდა დაგვიანებულ სიყვარულზე, რომელიც თბებოდა არა ვნების, არამედ სიბრძნის შუქით. თანამედროვეობის თანხლებით მის ლექსებში ბიბლიური ფონი სხვა სინათლეს იძენს.