ციკლიდან «ჰიმნი»

                       
                           სიმყუდროვეში

კაცობის მეტრმა და გულგრილმა დიდების მიმართ,

ტყვია ესროლა ისრის ნაცვლად ჩემს გულს ამურის,

ვით ჯარისკაცი ომის დროს რომ არ ახსოვთ დიდხანს,

შენი უცვლელი სიზმარი ვარ და ყარაული.

ჩემი ჭრილობა ამ ტყვიისგან იქცევა ვარდად,

ეკლები — მცველად სიყვარულის, ხოლო ამ დროში,

შენი ანტენაც მე ვიქნები, შენი მემბრანაც,

სატელეფონო ხაზიცა და დილის პროგნოზიც.

ეგ არაფერი, თუ მეგობრებს დავავიწყდებით, —

საწუთროს ტვირთი უკონტაქტოდ აქცევს ცხოვრებას

და როცა ყოფით მოფერების ახსნით ვიღლები,

ტყვია ჩემს გულში ჩემსავ არსში მოიმთოვრება.

ის მოდუნებას არ მანებებს და მით უმეტეს,

არც სისულელეს. მით ეს მზერა უფრო მკვეთრია,

ჩვენ უპატრონო აგარაკზე ახლ მარტო ვართ,

ხანმოკლე არის ცხოვრება და ხაზი გრძელია.

             

                      აბაზანაში

ამ საკმეველს ვეწევი, შამპუნივით ქაფდება,

მე ჩემს ღრმა სიყვარულში გაბანავებ, იცოდე,

ჭაღარა ვარ ვით მთვარე, შენც გიჭაღარავდება

სიკვდილი არ გაბედო, არ გაბედო, იცოცხლე!

შენ ჩემში იყურები, მბრძანებელი ზღვებისა,

ლაპარაკობ ქარივით, სუნთქვით სიღრმის მკვეთელი:

დაივიწყებს ვინც სიკვდილს, უფრო მალე კვდებისა,

მის არსს ჩასწვდე უფიქროდ, არის შეუძლებელი.

ვისხამ შამპუნს უცხოურს და ვიცინი პასუხად:

შენ ხომ ჩემო ძვირფასო მარადმწვანე ეს ზღვა ხარ,

ბატარეის გველს ტანზე ბეწვის კაშნე ახურავს

და სარკეზე ორთქლივით ჩემი ცრემლი შემხმარა.

                ტყეში

შენს თვალებში ყინული დადნა მარად მნათობი

ჩემში საუკუნეთა იყინება სიბნელე,

ჩვენ ვართ მეცნიერულად — კათოდური ანოდი,

ხალხურად კი ჩვენა ვართ სინათლე და სიბნელე.

მე — ვარ ცოლი შენი და შენს ფეხებთან დარდს ვალბობ,

ნეკნებს ცრემლებითა და ბლანტი სისხლით ვისველებ,

საიდანაც მოვედი შენთან, ჩემო ადამო,

შუბლს მიმშრალებ, ნიადაგს ნესტი აქვს და სისველე.

გაქრა ედემის შემდეგ ბევრი ათასწლეული,

სიყვარული არ გაქრა, ის მარტოა რადგანაც —

არსი სივრცის და დროის. ტროას ჩხუბში შებმულნი,

ახლაც ოქროს საწმისის გამო მწყობრად დამდგარან.

ადრე — ბეწვად ოქროსი, ახლა — ოქროს ქვიშებად...

მომღერლები სიყვარულს სიტყვა წითლის პასუხად,

ყველა უბედურების თვლიდნენ მაინც მიზეზად,

ტყულისთვის რომაელ მგელსაც ძუძუ გაუშრა.

რისი ეს მომღერლები. ვეჭიდები ურვისგან,

სიტყვებს, როგორც ამ მოცვის კვირტებს ვიჭერ თათებით,

ჩემო მნათევ, ეგ ჩრდილი არ მოკვდება ჭკუისგან,

ისე უხმოდ გაქრება, როგორც კი შენ გაქრები.

       იაფას კარიბჭესთან

მე ვარ შენი სულამიფი, სოლომონო, ჩემო მეფევ,

თუმც კუნთები დაგისუსტდა, გამჭოლი გაქვს მზერა, სახე.

საიდუმლო არ არსებობს შენთვის, მაგრამ იმ ქედს შეხე,

მწვანედ როა, ვეღარ მიცნობ ჩაცმულს თავით ფეხებამდე.

მოხუც ქალებს შორის ვდგავარ, ყურძენს ვარდისფერს რომ კრეფენ.

გავხდი, მაგრამ ვეღარ მიცნობ, ქვიშის ტალღით სავსე მუცლით,

დიდი ხნის წინ დაეკარგათ ვაზის მოქნილობაც ფეხებს,

ძველი პალმის ხეზე გამხმარ ნაყოფსა ჰგავს ჩემი ცური,

კანის შიგნით ვენები ჩანს, როგორც ჭრიჭინების ფრთებზე.

კვლა იაფას კარიბჭესთან გელოდები დარდით, ურვით.

შენთან ახლოს მე ვერ მოვალ. რატო ვაწყენინო მეფეს?

კაცი სულით მდიდარია, ქალი მდიდარია კდემით,

ვცივდები და ისევ ვთბები, შენი ჩახუტების მერე,

სიმღერებით უფრო ვტკბები, ვიდრე ხორცის მოფერებით,

სიყვარულიც არსებობას უმადლოდეს ამ სიმღერებს.

ახ, ყურები რა სიტყვებით დამიხშე და აღმიგზენი,

ჩემი თმები მოელვარე მზის სხივებსაც შეადარე,

მწყემსისთვისაც ეს უსულო ვნება იქნებოდა მშვენი,

თუმც საქმე ხომ ის არაა, სისხლი იყოს რომ მდუღარე,

არამედ ის, რომ აფრინდეს გული — მწიფე ატმისფერი.

მე შენს სიტყვებს ვიხრაპავდი, მტვერს ისრუტავს ვით ფუტკარი,

ნუთუ მართლა, მეფევ, ჩემო, შენი ჰიმნი სიყვარულზე,

სულ მიუწვდომელი იყო ყველა მომღერალისათვის,

დაბერება დაიწყე და აურზაურამდე მიხველ —

წარმართული იმ ოქროს ხბოს თაყვანისმცემელი გახდი.

შენგან შორს კი, მაგრამ შენთვის სიყვარულით ჩემით მთელით,

გამუდმებით ვლოცულობ და აქ, ამ ღამის სიჩუმეში,

ქვიშის თასში სანთლებს ვანთებ, შვიდი რომ მიჭირავს ხელში,

ვიხევ ტანზე მაისურს და ღუმელის ფერფლს ვიყრი თმებში,

ჭაღარაზე: აქე მეფე, ხბო მოკალი ოქროსფერი!

                           ბაღის სკამზე

ბაღის სკამზე აყვავებულ სარეველებს შორის ვსხედვართ,

სიბნელემდე მიგდებულნი სულელურად ვჭრით და ვკერავთ,

ძველმა მიწათმფლობელებმა გადაასწრეს თავის ასაკს,

რა ქნას კიდევ ორმა ბერმა და მოხუცმა კაცმა ახლა,

როგორ უნდა მოუარონ ამ ძეძვსა და ველურ ბალახს?

უთავბოლო საზრუნავით გაველურდნენ დღენიც ჩვენი,

როგორ უნდა გავამაგროთ ვერანდა და კარის ბჭენი,

აფთიაქში რით მივიდეთ, რით ვიყიდოთ ან წამლები?

ხომ ვიყავით ძველწყობიდან, კომპოტს მაინც ვამზადებდით,

ფანჯრის რაფებს ზოგჯერ წითელ გერანიუმს ვასხურებდით.

გვღლის მთელი დღე უსაშველოდ გაზეთთა და წიგნთა კითხვა,

უფრო გაზეთების, სადაც ინტრიგა და პიარია,

ჰოდა, ვიწყებთ კარტის თამაშს, უბედურებაა აქ ის,

რომ წაგებას ვერც თამაშში, სამწუხაროდ ვეღარ ვიტანთ,

ვცდილობ დავრჩე სულელებში, შემეტენოს ყველა კარტი.

შენ, აგებ და ნერვიულობ, უფრო დაჭრილ ვეფხვსა ჰგავხარ.

აზარტული თამაშია კაცებისთვის ომიც ალბათ,

ასპარეზზე, მადლობა ღმერთს შენ ცოცხალი გამოხვედი,

თუმც აღმოჩნდი ბრძოლის ველზე სისხლმდუღარე სტალინგრადთან,

ახლა, გთხოვ არ იღო ყურად, სისულელეები ჩემი.

კუთხის ქალი — ყვავილია, გულის — ჭიის ქალი არის,

მე ვარ შენი კეთილი და შემწე შენი ბედის თასის,

თუმცა აქაც გაგიმართლა, კოზირიანი გაქვს ტუზი,

ჩვენ ვთამაშობთ საღამო ჟამს, დილა უფრო სიბრძნის არის,

დილაობით ჩვენ ვბარდებით და მორჩილნი ვხდებით მუზის.

                              ეჭვიანობა

ფანჯრებს ვუყურებ ზურგს უკან, ჩემი თავისა მრცხვენის...

სასაცილოა, თან მხიბლავს ეჭვიანობა შენი, —

ნუთუ ვერ ხედავ დავბერდი და ვარ საშინელ დღეში?

შენს გარდა დედამიწაზე არავის არ ვჭირდები.

თუმცა რა მომხიბვლელობა, ანდა სიცილი რისი?

ხავსიან ბეწვში ჩაცმული, შენა ხარ ჩვენი სისხლი,

და ცხოვრებისგან, რომელიც ჩასაფრებული გვიცდის,

აწყვეტილი ხარ, ეჭვებით ყველას აშინებ თითქმის.

ჩვენთან ისინი მოდიან მხოლოდ სიკეთის გამო —

ხავსი მოაძრონ სახურავს, დაზიანება ნახონ,

ნორჩ ყვავილებსაც მჩუქნიან, უარი ვუთხრა რატომ?

მადლობის ნიშნად, რომ მყავხარ, შენზე ვზრუნავ და ვდარდობ.

თუმცა სტუმრებში პირადი ინტერესებიც არის,

უფრო სწორად კი ოცნება — ვიყო ამ ქვეყნად ხანგრძლივ

და ვიყო შეყვარებული, დაღმავალ დღეთა გასწვრივ

და საგალობელს ვუსმენდე, ყველას სჯობია ასწილ.

და კიდევ ეჭვიანობენ ჩემს სიყვარულზე შენთან,

ჰოდა, ეგ შენი ეჭვები, მოკლა დრო არის ეხლა,

რომ სამყაროში, სადაც დღეს ამდენ სიბილწეს ვხედავთ,

მიმსვლელს და მომსვლელს ღიმილით კარებს ვუღებდი ყველას.

                             ჩვენი შეხვედრა

კოდალა ქერქს უკაკუნებს — ჭიის მოპოვებას ლამობს,

გარიჟრაჟზე ვდგები მეც და შენს გაღვიძებას ვყოყმანობ.

შენ მოიგე ომი შენი — თავისი აქვს ყველას ყინვა, —

შენ ლადოგას ყელი კოცნე, მიცოცავდი ვოლგის პირას.

მორგში ჩემი ყინვა იყო, — როცა კლინიკაში ვიყავ,

მკვდრებს ვზიდავდი საკაცეთი, შიმშილით არ მოვმკვდარიყავ.

საიდუმლო არის რაღაც თანხვედრაში ბედთან ბედის,

ეს ცხოვრება რომ გაგველღო, ჩვენ ერთმანეთს მისთვის შევხვდით.


                         აუზის თავზე

ჩემო, ზამთარზე, დე, იფიქროს დიასახლისმა,

მე ის აქ ახლა არაფერში არა მჭირდება,

ყველა ფოთოლი და ბალახი იქცა ხალისად,

ლურჯ წერილებზე ასოები მწვანედ იქმნება.

შენ შეიძლება ოდესიდან, მე კი ბაქოდან

სალამს გვიძღვნიდნენ, თუმც ჩვენს უკან არის მოსკოვი,

მოწყენილნი ვართ, ბალახს „კვა-კვა“ უკვე გამოაქვს,

მოწყენილნი ვართ და ფოთლებსაც გააქვთ „ქოთ-ქოთი“.

დიახ, დასრულდა იმპერია და იქ, სადაც ვართ

დაბადებულნი, უკვე სულ სხვა გახდა ქვეყანა,

არა სტრიქონი, საზრდოობა სულის გამხდარა,

ვერც უმწიფარი ხურმისაგან ტკივილს ვერ ვფარავ.

წაბლის ხეებზე არ მეტყველებს არვინ რუსულად,

უკვე რუსულად აღარც ლეღვი არ ლაპარაკობს,

ნუ ვწუხთ, ძვირფასო, იმპერია რომ დაისრულა,

ჩვენ უნდა ნგრევის შეგრძნებები გადავაფასოთ.

ასე რომ, გაჩნდნენ სხვა სიტყვები ზამთრის რეზერვში, —

ჩემს მწუხარებას შენი სულის ნერვი ატოკებს,

სანამ მოვიწყენ, არ შეშინდე, ჭიანჭველების

არ შემეხება დაშლა, შენთან ყოფნა მაცოცხლებს.

შავი ზღვის ტალღის თქარა-თქური გესმის ყურებში,

ჩემს ყურებში კი კასპიის ზღვის ისმის გუგუნი,

სევდიან ოდას დავასრულებ ლოცვით, ნუგეშით:

ეს დედამიწა კარგია და დაუსრულები!

                    * * *

შენ დაფნის ხარ, მე ეკლის ვარ,

მსხვერპლი და ეს არ გვრცხვენია,

ერთად დგანან ამ დროიდან,

გოლგოთის და თაბორის მთა.

ჩვენ ნორჩნი ვართ, მაგრამ მაინც,

მოხუცები ბედის დარტყმით,

ჩვენ გადავრჩით, რადგან ცოცხლად,

მსხვერპლს ტოვებენ ომის დროსაც...

უფრო მაღალ ხელით.