ვასილი ბელოვი

ბელოვი ვასილი ივანეს ძე (1932—2012) — პროზაიკოსი, პუბლიცისტი, სსრკ. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), რფ პრემიის ლაურეატი (2003).
დაიბადა ვოლოგდის ოლქის, ხაროვის რაიონის სოფელ ტიმონიხაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დურგლად, ძრავის ამწყობად, ელექტრო მონტიორად. იმუშავა ქარხანაში. რაიონულ გაზეთში. დაამთავრა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ცხოვრობდა ვოლოგდაში.
„სოფლური პროზის“ ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, რუსული ჩრდილოეთის მკვლევარი და ყოფაცხოვრების აღმწერი. თხზულებებმა „ჩვეულებრივი საქმე“ და „დურგლის ნაამბობი“ მას იმთავითვე დიდი პოპულარობა მოუტანეს. მაღალი შეფასებით სარგებლობდა რუსეთის ჩრდილოეთის კულტურაზე და ყოფა-ცხოვრებაზე ჩატარებული და გამოქვეყნებული მისი ნაშრომები: „წესრიგი, ნარკვევები ხალხურ ესთეტიკაზე“ და „რუსული ჩრდილოეთის ყოველდღიური ცხოვრება“ რომანებში „წინა დღეები“, „დიდი გარდატეხის წელი“ და „საათი მეექვსე“ მოთხრობილია მეოცე საუკუნის რუსული გლეხობის ტრაგიკულ ხვედრზე. ქადაგებდა რუსული ენის სისუფთავის შენარჩუნებისა და ხალხურ საწყისებთან მისი დაბრუნების აუცილებლობაზე.