პავლე ბასინსკი

ბასინსკი პავლე ვალერის ძე (1961 წ.) — მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ლიტერატურული კრიტიკოსი, პრემია, „დიდი წიგნის“ ლაურეატი (2010), რფ სამთავრობო პრემიის ლაურეატი (2014), რფ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2018), ა. ი. გერცენის პრემიის ლაურეატი (2020).
დაიბადა ვოლგოგრადის ოლქის ქ. ფროლოვოში. დაამთავრა ა. მ. გორკის სახ. ინსტიტუტი და მასთანვე არსებული ასპირანტურა(1986). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1981 წლიდან თამამი განაცხადი გააკეთა ,,ლიტერატურული გაზეთისა“ და სხვა, სქელტანიანი ჟურნალების გვერდებიდან. დაკავებულია რუსული კლასიკური ლიტერატურისა და თანამედროვე ენათ მეტყველების შესწავლითა და კვლევით. პირველი წიგნი — სტატიებისა და რეცენზიების კრებული ,,სიუჟეტები და სახეები“ გამოიცა 1993წ. მაქსიმ გორკიზე (2005) და ლევ ტოლსტოიზე (2016) გამოცემული სერიების, წიგნთა ავტორი.
ბასინსკის ყველაზე მეტად ცნობილი წიგნებია —,,ლევ ტოლსტოი: გაქცევა სამოთხიდან“, ,,წმინდანი ლომის წინააღმდეგ. იოანე კრონშტადელი და ლევ ტოლსტოი: ერთი მტრობის ისტორია“, ,,ლომი ლომის ჩრდილში“, ,,ლევ ტოლსტოი — თავისუფალი ადამიანი“, ,,შემომხედეთ მე: ლიზა დიაკონოვას ისტორიის საიდუმლო“, ,,სონია გამეცალე! სოფია ტოლსტაია: მამაკაცისა და ქალის შეხედულებები. რომანი-დიალოგი“, ,,ანა კარენინას ჭეშმარიტი ისტორია“.
ბასინსკის დოკუმენტალისტიკა გამოირჩევა კვლევის სიღრმით და რუსული კლასიკური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი, გამოხატვის მიმზიდველი ფორმით.