სერგეი ზავიალოვი

დაიბადა 1958 წელს ქ. პუშკინში (ლენინგრადის რეგიონი). დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასწავლიდა კლასიკურ ენებსა და ანტიკურ ლიტერატურას უცხო ენათა ინსტიტუტში და პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გახლავთ ძველბერძნული, ლათინური, ფინური და ლიტვური პოეზიის მთარგმნელი. ავტორია ხუთი პოეტური კრებულისა: „ოდები და ეპოდები“(1994), „მელიკა“(1998), „მეტყველებანი“ (2009), „საბჭოთა კანტატები“ (2015), „ლექსები და პოემები“(2018). მისი ლექსები ნათარგმნია თორმეტ ენაზე, გამოსულია მისი წიგნები ინგლისურ, იტალიურ, ფინურ, შვედურ და ესტონურ ენებზე. არის ანდრეი ბელის, იტალიური პოეზიის პრემიის «Premio Ceppo Internazionale Pistoia» და სხვა პრიზების ლაურეატი. მწერალი იყო მოწვეული ქალაქ ჰელსინკში (ფინეთი). რუსული და ფინური PEN ცენტრების წევრია. ცხოვრობს ქ. ვინტერტურში (შვეიცარია).
ზავიალოვი ექსპერიმენტული პოეტია, შეიარაღებული ანტიკურობის ღრმა ცოდნით. გამუდმებით ეძებს ფორმას, რომელიც პოეზიის ჭეშმარიტ შინაარსს წარმოადგენს. „რუსულიდან თარგმანები “მნიშვნელოვანი ნაღვაწია.