ვალენტინ რასპუტინი
რასპუტინი ვალენტინ გრიგორის ძე (1937—2015) — მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე სსრკ (1977, 1987 წ.) და რფ (2010წ.) და მრავალი სხვა პრემიების ლაურეატი. დაიბადა გლეხის ოჯახში, ირკუტსკის ოლქის სოფელ უსტ-უდაში. ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სხვა და სხვა დროს მუშაობდა ირკუტსკისა და კრასნოიარსკის გაზეთებში. მოთხრობათა პირველი კრებული გამოიცა 1967 წ. და რასპუტინზე იმთავითვე ალაპარაკდნენ, როგორც, „ჭეშმარიტ ტალანტზე“.
რასპუტინს მიიჩნევდნენ „სოფლური პროზის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად, მაგრამ ის, როგორც მწერალი, ამ განსაზღვრებაზე მეტი იყო. მისი ნარკვევები: „იცოცხლე და გახსოვდეს“, „ქოხი“, „გაქნილთან დამშვიდობება“, „ხანძარი“, „ივანის გოგო, ივანის დედა“, მოთხრობები, ესსეები გამოქვეყნებისთანავე იქცეოდნენ ხოლმე როგორც მხატვრულ, ასევე, საზოგადოებრივ მოვლენად. რასპუტინი თავის ნაწერებში სვამდა და მწვავედ განიხილავდა საკითხებს ზნეობრიობაზე, სინდისზე, სიყვარულისა და თანაგრძნობის ნიჭზე, ეროვნულ ხსოვნაზე და ა. შ.
რასპუტინის შემოქმედება, რომელიც შეიცავდა ფილოსოფიურობას, დახვეწილ, მიგნებულ ფსიქოლოგიზმს და პუბლიცისტურ პათოსს, ამავდროულად, საუკუნეთა გადაკვეთაზე, ეროვნულ აზროვნებაში წარმოქმნილი ურთულესი, სიღრმისეული მოვლენების ანარეკლადაც მოგვევლინა.
რასპუტინზე ამბობდნენ, რომ ეს არის: „სინდისის, რუსული საქმის ადამიანი, ადამიანი, რომელიც სრულად იხარჯება რუსული კულტურული ტრადიციების შენარჩუნების საქმეში“.