ოლგა სლავნიკოვა

სლავნიკოვა ოლგა ალექსანდრეს ასული (1957 წ.) — პროზაიკოსი, ესეისტი და ლიტერატურათმცოდნე. ,,რუსული ბუკერი” (2006) და ,,იასნაია პოლიანა” (2018) პრემიების ლაურეატი.
დაიბადა სვერდლოვსკში თავდაცვის სფეროში ინჟინრების ოჯახში. სწავლობდა ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა გამომცემლობებში და ჟურნალ ,,ურალის” რედაქციაში, სადაც მისი პირველი პუბლიკაციები დაიბეჭდა. 1988 წელს გამოიცა სლავნიკოვას სადებიუტო რომანი „პირველყოფილი„. მწერლის პირველმა მთავარმა რომანმა ,,ძაღლის ზომამდე გადიდებული ჭრიჭინა“, დაწერილმა მაგიური რეალიზმის ტრადიციით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც კრიტიკოსებზე, ისე მკითხველ საზოგადოებაზე. რომანებმა „მარტო სარკეში„, „უკვდავი“, „მსუბუქი თავი“, „სიგრძეზე ნახტომი“, „ანტიუტოპია 2017“ და მოთხრობების კრებულებმა, პროზის პირველი კლასის ოსტატის სახელი მოუტანა. სლავნიკოვას პროზაში ფილოსოფიური და მწვავე სოციალური საკითხები შერწყმულია კონცენტრირებულ მეტაფორულ ენასთან, ფილიგრანულ სტილთან. კრიტიკოსების აზრით, „მისი თითოეული წიგნი ხელნაკეთი ნივთია“.