მიხეილ ელიზაროვი
ელიზაროვი მიხეილ იურის ძე (1973 წ.) — პროზაიკოსი, პოეტი და სიმღერების ავტორი. „ეროვნული ბესტსელერის» (2020). «რუსული ბუკერის» (2008) და გრიგორიევის პოეზიის პრემიის ლაურეატი.
ივანო-ფრანკოვსკში, გაიზარდა ხარკოვში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მუშაობდა ტელევიზიაში ოპერატორად, სწავლობდა ხარკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელე-სარეჟისორო განყოფილებაზე და ჰანოვერის კინოსკოლაში.
მიხეილ ელიზაროვის პირველი წიგნი „ლურსმნები“ 2001 წელს გამოიცა. ავტორია რომანებისა „პასტერნაკი“, „ბიბლიოთეკარი“, „მულტფილმები“, „დედამიწა“, მოთხრობების კრებულისა „ჩვენ გავედით მოსაწევად 17 წლით“ და სხვა წიგნები.
ელიზაროვის შემოქმედება, კრიტიკოსების აზრით «პოსტმოდერნული და რეალისტური პრაქტიკის ზღვარზე მოძრაობს».