ვლადიმერ კრუპინი
კრუპინი ვლადმერ ნიკოლოზის ძე (1941 წ.) — პროზაიკოსი, პუბლიცისტი, საპატრიარქო ლიტერატურული, და სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა კიროვის ოლქის სოფელ კილმეზში, მეტყევის ოჯახში, ეპოქაში არსებული პირობების მიუხედავად, იზრდებოდა მართლმადიდებლურ ტრადიციებზე. მუშაობდა ზეინკლად, მტვირთავად. დაამთავრა მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მრავალი წელი მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში, იყო გამომცემლობა ,,სოვრემენნიკის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „მოსკოვისა“ და ქრისტიანული ჟურნალის ,,მადლის მყოფელი ცეცხლის“ მთავარი რედაქტორი. მუშაობდა ტელევიზიაში. ასწავლიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
ითვლება ,,სოფლის პროზის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლად. კრუპინის მოთხრობების პირველმა წიგნმა ,,მარცვლები“ (1974), რომელიც ეძღვნება ვიატკის სოფლის ცხოვრებას. იგი იმთავითვე გახადა ძალიან პოპულარული. რომანებითა და ნარკვევებით: ,,მაცოცხლებელი წყალი“, ,,გზა შინისაკენ“, ვიატკური რვეული“, ,,ვიყოთ, ვით ბავშვები“, ,,რუსი წმინდანები“, „შიშველი ფეხით ცის კაბადონზე“, მან განაცხადი გააკეთა იმაზე რომ, იგი გახლავთ ,,სულიერების, სახალხო ძიების პროზის“ ოსტატი. კრუპინის გმირები გახლავთ, ჩვენი თანამედროვე, უფლის მაძიებელი ადამიანები.