ანდრეი გელასიმოვი

გელასიმოვი ანდრეი ვალერის ძე (1966 წ.) — მწერალი, გამომცემელი, სცენარისტი პედაგოგი. „ეროვნული ბესტსელერისა“ (2009), აპოლონ გრიგორიევისა სხვა პრემიათა ლაურეატი.
დაიბადა ირკუტსკში 1966 წელს, 1987 წელს მიიღო იაკუტიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დიპლომი. სწავლობდა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის დოცენტი. მისი დებიუტი შედგა პირველი მოთხრობით სიყვარულზე «ფოქს მალდერი ღორს ჰგავს».
მოთხრობამ „წყურვილი“, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლებს ეხება, ასევე რომანებმა „მოტყუების წელი“ და „რეიჩელი“ ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თანამედროვე მწერალად აქციეს.
საზოგადოებრივი აღიარება ასევე მიიღეს მისმა რომანებმა — „ქარების ვარდი“, რომელიც ეძღვნება შორეული აღმოსავლეთის ათვისებას XIX საუკუნის შუა წლებში და „სუფთა კაიფი“ რუსულ რეპზე.
გელასიმოვმა მიიღო „ეროვნული ბესტსელერის“ ჯილდო რომანისთვის „სტეპის ღმერთები“, რომელიც დიდი სამამულო ომის შესახებაა.
გელასიმოვის პროზა, კრიტიკოსების აზრით, გამოირჩევა, როგორც „სცენარიულობით“, ასევე ღრმა ფსიქოლოგიურობითა და ოსტატურად აგებული დიალოგებით. ავტორი კარგად გამოხატავს თანამედროვე ეპოქის სულისკვეთებას.