ალექსანდრე სოლჟენიცინი
სოლჟენიცინი ალექსანდრე ისაიას ძე (1918—2008) — პროზაიკოსი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1970).
დაიბადა კისლოვოდსკში. გაიზარდა დონის როსტოვში. როსტოვის ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის , ფილოსოფიისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1943 წ-დან იყო ფრონტზე, დაჯილდოვებული იყო სხვადასხვა ორდენებით. დაპატიმრებულ იქნა 1945 წ. ანტისაბჭოთა განწყობების შექმნის ბრალდებით, მისჯილი ჰქონდა პატიმრობა და გადასახლება. გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა სოფლის მასწავლებლად ვლადიმირის ოლქში. 1957 წ. რეაბილიტირებულ იქნა.
მისი, სენსაციად ქცეული პირველი პუბლიკაციები — მოთხრობა ,,ივან დენისის ძის ერთი დღე“ და ნარკვევი ,,მატრონას ეზო“ დაიბეჭდა ჟურნალ ,,ნოვი მირში“. გულაგის თემამ ლიტერატურაში ხმის უფლება პირველად მოიპოვა. მალე, სოლჟენიცინის ნაწარმოებთა ბეჭდვა ოფიციალურად აიკრძალა, თავად ავტორი კი საბჭოთა სისტემის კრიტიკისა და ,,თვით გამოცემების“ გავრცელების ბრალდებით, ,,სსრკ“-დან გაძევებულ იქნა. დაბრუნდა სამშობლოში 199 წელს.
სოლჟენიცინის ყველა სქელტანიანი ნაწარმოები დროთა განმავლობაში ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოვლენად იქცა: მასშტაბური მხატვრული გამოკვლევის მცდელობა — ,,არქიპელაგი გულაგი“, რომანები ,,პირველ წრეში“, ,,კიბოს კორპუსი“ და რუსული რევოლუციის სულიერ ფესვებსა და თავად ამ რევოლუციაზე დაწერილი გრანდიოზული ეპოპეა ,,წითელი ბორბალი“, ასევე მემუარული დღიურების ფორმის პროზა და ფილოსოფიური ნარკვევები.
სოლჟენიცინმა თავის წიგნებში გააცოცხლა XX საუკუნის რუსეთის ჭეშმარიტი ისტორიის საკუთარი კონცეპცია. მისი გამოკვლევების მთავარი საკითხები და თემებია — ტოტალიტარიზმის ბუნება და რუსული, ეროვნული ხასიათის გამოვლინება ისტორიის, გარდამტეხ მომენტებში.