ვიქტორ ლიხონოსოვი
ლიხონოსოვი ვიქტორ ივანეს ძე (1936—2021) — პროზაიკოსი, პუბლიცისტი. რფსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988), რუსეთის დიდი ლიტერატორული პრემიის (2010), ბუნინისა (2013) და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატი.
დაიბადა კემეროვოს რეგიონში, გაიზარდა ნოვოსიბირსკში. მამა ფრონტზე გარდაეცვალა. კრასნოდარის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოფლის მასწავლებლად. ლიხონოსოვის პირველი მოთხრობა «ბრიანსკები» გამოქვეყნდა ჟურნალ „ნოვი მირში“-ში 1963 წელს.
აღიარება მიიღო ლირიკული და ფილოსოფიური პროზით — „მიყვარხარ შენ ნათელო», „შემოდგომა ტამანში», „ელეგია» და მრავალი სხვა. ფართომასშტაბიანმა და მრავალმხრივმა რომანმა რუსი კაზაკების ბედზე — „დაუწერელი მოგონებები. ჩვენი პატარა პარიზი“, (1986) მას ევროპული პოპულარობა მოუტანა. ესეების კრებულები „სინანული“, „ჩანაწერები ძილის წინ“, ჟურნალისტიკის წიგნი „ტოსკა-კრუჩინა“ გარდაქმნის (პერესტროიკის) შემდგომ მოვლენებად იქცა.
ლიხონოსოვის პროზა არის რუსეთისა და მსოფლიოს პოეტური და ისტორიული ხედვის შერწყმა. კრიტიკოსებმა მას რუსული ლიტერატურის „უკანასკნელი მელოდისტი“ უწოდეს. „მისი პროზა ანათებს ბუნინის მსგავსად“, — თქვა ა. ტ. ტვარდოვსკიმ.