დინა რუბინა

რუბინა დინა ილინის ასული (1953 წ.) — პროზაიკოსი, დრამატურგი და ესეისტი, ,,ბოლშაია კნიგას” პრემიის (2007 წ.) ლაურეატი, დაიბადა ტაშკენტში მხატვრისა და მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა კონსერვატორია, ასწავლიდა კულტურის ინსტიტუტში, მუშაობდა თარჯიმნად უზბეკურიდან. მერე გადავიდა მოსკოვში, სადაც მუშაობდა რადიოში. შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა ისრაელში.
რუბინას პირველი მოთხრობა ჟურნალ ,,იუნოსტში” გამოქვეყნდა, როდესაც ის 16 წლის იყო. ფართო პოპულარობა მოუტანა მოთხრობამ ,,როდის მოვა თოვლი?”, რომელიც გამოქვეყნდა იმავე ჟურნალში (1977 წ.). ახალგაზრდა მწერალმა გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა, რომლებმაც ფართო აღიარება მიიღო საზოგადოების მხრიდან. 1990-იან წლებში რუბინა დახვეწილი და ტემპერამენტული ბელეტრისტიკიდან გადავიდა უფრო დიდ ჟანრებზე: ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ რომანზე, ოჯახურ საგაზე.
რუბინას პროზა არის ტემპერამენტული, მეტაფორულად გულუხვი, თავისებურად აგებული სიუჟეტით. მისი გმირები რუსი და ისრაელელი ინტელექტუალები არიან. რუბინას კრიტიკოსები აფასებენ ,,ცოცხალი აზროვნებისთვის”, „მაძიებელი გონებისთვის“, „დაუჯერებლად ხარბი ყურადღებისთვის ცხოვრებისეული წვრილმანებისა და საერთო საცხოვრებელის ჭრელი ნაგვისადმი“(ალა მარჩენკო).