იური პოლიაკოვი
პოლიაკოვი იური მიხეილის ძე (1954 წ.) — პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის ფედერაციისა და მოსკოვის სამთავრობო პრემიების ლაურეატი, ასევე გოგოლის, შჩედრინის პრემიების ლაურეატი და მრავალი სხვა.
დაიბადა მოსკოვში მუშების ოჯახში დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტი, არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. დისერტაცია დაიცვა თემაზე „საფრონტო პოეზია“. 2001 და 2017 წლებში იყო „ლიტერატურნაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი. მისი პოეტური დებიუტი ლიტერატურაში შედგა 1974 წელს.
იური პოლიაკოვის პირველი მოთხრობები „რაიონული მასშტაბის განსაკუთრებული შემთხვევა“ და „ბრძანებამდე ასი დღით ადრე“ დაიბეჭდა ჟურნალ „იუნოსტში“. მოთხრობებში ,,შეცდომებზე მუშაობა“, „აპოთეგე“ და „კოსტია გუმაკოვის პარიზული სიყვარული“ ჩამოყალიბდა მწერლის მეთოდი, რომელსაც კრიტიკოსებმა „გროტესკული რეალიზმი“ უწოდეს. პოლიაკოვი არის ავტორი რომანებისა — „თხა რძეში“, „მე ჩავიფიქრე გაქცევა“, ციკლისა — „ხორციელი მოთხრობები“, რომანისა — „სოკოს მეფე“, ირონიული ეპოსისა — „თაბაშირის საყვირი“, რომანისა — „სიყვარული ცვლილებების ხანაში“ და სხვა.
მისი პიესები წარმატებით იდგმება რუსულ და ევროპულ სცენაზე პოლიაკოვის საინტერესო პუბლიცისტიკა (კრებულები «ლევიათანი და ლიბერაფანი», «რატომ ხართ, კულტურის ოსტატები“ და ა .შ.) უცვლელად იწვევს კამათს.
პოლიაკოვის პროზა ყოველთვის სოციალური და მკვეთრად თანამედროვეა. ის ენამოსწრებულად, სატირულად აღწერს ახალ გმირებს და ცხოვრების ახალ წესს, მისი სარკაზმი ხშირად ლირიზმში გადადის, ხოლო სოციალური პათოსი — რბილ ნოსტალგიურ ირონიაში.