ოლეგ პავლოვი

პავლოვი ოლეგ ოლეგის ძე (1970—2018) — პროზაიკოსი, ესეისტი, კრიტიკოსი. რუსეთის ბუკერის (2002), ალექსანდრე სოლჟენიცინისა (2012) და სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა მოსკოვში. მისი ლიტერატურული დებიუტი იყო მოთხრობების ციკლი «ყარაულის ელეგიები» (1990), მცველის თვალსაზრისი საპატიმრო ადგილებში ცხოვრების შესახებ. დაამთავრა ა.მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტი. მოგვიანებით მას იქ პროზის სემინარები მიჰყავდა.
ახალგაზრდა ავტორს აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა საბადრაგო სამსახურის შესახებ — „სახაზინო ზღაპარი“. რომანებმა „მატიუშინის საქმე“, „ასისტოლია“, „საავადმყოფოს მცველის დღიური“ პავლოვი თანამედროვე რეალისტი მწერლების სათავეში დააყენა.
ის გამოდიოდა, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი («რუსული ლიტერატურა და გლეხთა საკითხი», «რუსული პროზის მეტაფიზიკა»). პავლოვს უწოდებენ მკაცრი „პროზის აღსარების» ოსტატს, გამსჭვალულს პოეტური ძალითა და ქრისტიანული თანაგრძნობით. ენგო გმირია — ადამიანი სასაზღვრე გარემოებებში, რომელიც ეძებს აზრს და გადარჩენას.

ავტორის ნამუშევრები

1 სამუშაო