სამალავი

სამალავი

სანამ მღვდელი ცერემონიას ასრულებდა, ქმარი აკავებდა მაიმუნის მსგავს თავის ქალიშვილს, რომელსაც არაფრის გაგება არ სურდა, საავადმყოფოს დერეფანში ყოფნა მობეზრდა და პალატაში შერბოდა. მას უყვარდა ისეთი რამის კეთება, რაც ყურადღებას იპყრობდა. მოსაზრებები ყოფნიდა მხოლოდ მცირესთვის, თუმცა ქალური ხრიკებისთვის საკმარისი იყო. ხან აჩვენებდა, რომ განზრახ სურდა მამამისს გაეკიცხა — და რომ მას მაინც არ ეშინოდა მისი. შემდეგ, თითქოს მორჩილი ხდებოდა, უცებ მივარდებოდა აკრძალულ კართან, გადაეჩეხებოდა მამამისს და მისი ხელებიდან ვეღარ ძვრებოდა. გამოიყენა რა ყველა ხრიკი მიზნის მისაღწევად და არაფერი გამოუვიდა, გოგონამ დაიყვირა, რომ ის ბოროტი, ყველასთვის უცხო იყო და უფრო ხმამაღლა აყვირდა: „დედა! დედა!» — რისთვისაც მამამ მომენტალურად ტუჩებზე შემოსცხო. მერე მართლა ტირილი დაიწყო, ტირილით ყლაპავდა ჰაერს, თითქოს აჭმევდა და დაღებული პირი ჰაერით ივსებოდა. მის თვალებში უცებ ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. ცრემლები წამოუვიდა და ხელისგულებით იწმენდდა ცრემლებს, რომელთაც დრო და დრო დახედავდა და სურდა სხვებისთვის ეჩვენებინა თავისი ტკივილი და სისხლი. აკანკალებულმა ღრმად ამოიოხრა და დამარცვლა: „გული გადავყლაპე.“

მამა ყურადღებას არ აქცევდა — საავადმყოფოს კედელს იყო მიშტერებული.

დედა — მან იცოდა — რომ ეწყინებოდა, თუ გაჩუმებას აიძულებდნენ.

მათ ეყოლათ ახალი შვილი — და ამას არავინ იცოდებდა.

და რაც ამას წაართვეს, მისცეს იმას.

თოჯინა — ცოცხალი ბავშვი ამაზრზენი იყო მისთვის. მართლა მისი სათამაშო თოჯინა რომ ყოფილიყოს, მოტეხავდა ფეხებს, ხელებს და თავს. იმიტომ, რომ გამუდმებით რაღაცას ითხოვდა: ღრიალებდა, ტიროდა, ყვიროდა, ბინძურდებოდა და ზოგადად ის მას მახინჯად ეჩვენებოდა. მაგრამ ის მის მშობლებს ეკუთვნოდა და არც კი შეეძლო შეხება მათი ნებართვის გარეშე.

გოგონას უთხრეს, რა თქმა უნდა, რომ უკვე დიდი იყო და უნდა ყვარებოდა.

რომ ეს მისი ძმა იყო.

ის კი ითმენდა და ელოდა მის სიკვდილს: სუსტის, მახინჯის, ზედმეტისას.

იგი ფიქრობდა ამაზე მსუბუქად, უდარდელად და რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი იყო მოესურვებია და მისი სურვილი ახდებოდა.

ის მხოლოდ სიჩუმეს ინახავდა: საიდუმლოს.

თანაც თითქოს სხვისას და არა საკუთარს, რადგან თვითონაც არ იცოდა როგორ და როდის მოხდებოდა ეს. მაგრამ მას სჯეროდა, თითქოს ვინმემ კიდევ იცოდა.

საიდუმლო კი საერთოდ არ აწუხებდა.

უბრალოდ უნდოდა ძმის რაც შეიძლება მალე დავიწყება: ჩაძინებოდა, გაღვიძებოდა და ის აღარ ყოფილიყო, რომ ისევ ის გამხდარიყო საყვარელი, ერთადერთი.

დარწმუნებული იყო, რომ მისი მშობლები დაივიწყებდნენ მას, როგორც მათ დაავიწყდათ იგი, რადგან გააჩინეს თავისთვის, რომ უფრო მეტად ყვარებოდათ, ვიდრე უყვარდათ იგი.

დაივიწყებენ და აღარ ინანებენ, რომ გარდაიცვალა.

ის დაყავდათ ტაძარში, სადაც ასწავლიდნენ, რომ მღვდელისთვის თავისი ცუდი საქმეების შესახებ უნდა ეთქვა — და ამისთვის ჯილდო მიეღო.

გოგონამ იცოდა, რომ სამოთხეში არის ღმერთი, რომ მან შექმნა დედამიწა, გამოიგონა ხალხი და რომ ყველა უნდა დაემორჩილოს მას — ხოლო ვინც არ ემორჩილება, ის სჯის, აავადებს ან მთლიანად კლავს.

მამა მასთან ერთად დადიოდა ეკლესიაში, როცა დედა აიძულებდა. ის სასაცილო იყო, ღმერთის არ სწამდა, რადგან თავს ძალიან ჭკვიანად თვლიდა. დედა ამბობდა, რომ ბებია ვეროჩკამ ის ცუდად აღზარდა. მან თქვა, რომ ბებია ვეროჩკა სულელი იყო. ქალიშვილი უსმენდა — და სიამოვნებით იცინოდა, რადგან დედის სჯეროდა, როგორც საკუთარი თავის. დედას შეუყვარდა ღმერთი და მას ასევე ძალიან სურდა შეყვარება. იღებდა რა ზღაპრად, თხოვდა ძილის წინ წაეკითხა წიგნი მის შესახებ, იძინებდა და ეგონა, რომ პაემანზე მიფრინავდა მასთან, პირდაპირ სამოთხეში. დედამ კი მას უწოდა: ჩემი ანგელოზი.

მას ეჩვენებოდა, რომ ეკლესია იყო ის სახლი, სადაც ისინი სტუმრად დადიოდნენ.

გოგონა ლოცულობდა, როგორც მას ასწავლიდნენ და მოინათლა, რათა გაეხარებინა ღმერთი და დედა, გრძნობდა იქ, რომ დღესასწაულზე იყო მიწვეული და მთლად უკეთესი იქნებოდა თუ სირბილის, ხმაურისა და სიცილის ნებასაც მისცემდნენ.

სამაგიეროდ შეეძლო სანთლები დაენთო — როგორც დაბადების დღის ტორტზე და დააემშვენებია ტაძარი მათი ნათებით.

მას ყველაფერი ლამაზი მოსწონდა — ეკლესია კი ლამაზი იყო.

მაგრამ ყველაზე მეტად მას უყვარდა სურათების კოცნა — ხატების, რომლებშიც ხედავდა ღმერთს, რომელსაც უყურებდა ის სუნთქვაშეკრული და ზოგჯერ, როდესაც ნახავდა, რომ ის არ იყო, მაგრამ ყურადღებით და მკაცრად უყურებდა, უაზროდ და თითქმის ბედნიერად უგზავნიდა მას სწრაფ მხიარულ ღიმილს. და ის ყოველთვის იღებდა თავის ჯილდოს, დედა კი ამაყობდა, აღფრთოვანებული იყო ქალიშვილით. ისიც ამაყობდა, აღფრთოვანებული იყო საკუთარი თავით. მღვდელი კეთილი იყო. გოგონას არ ეშინოდა მისი, რადგან რაც მას უნდა ეღიარებინა, დედამ უკვე იცოდა, გულწრფელად გრძნობდა თავის დანაშაულს. მერე ოქროს წინსაფრის ქვეშ მალავდა, თავზე ხელს ადებდა და რაღაცას ამბობდა:და პატიობდა. მერე დედასაც მალავდა და ასევე პატიობდა. დედას მისთვის არასოდეს უთქვამს თავისი ცოდვების შესახებ და როგორც არ ეცადა ყური დაეგდო, მაინც ვერაფერს გებულობდა. მერე შენიშნა, რომ დედა ტიროდა მწარედ, თითქოს აწყენინეს. თავად გოგონას არ შეეძლო ასე ტირილი, თუმცა ძალიან, ძალიან სურდა მისნაირი ყოფილიყო, ყველაფერი მისნაირად გაეკეთებინა. დედას ალბათ ეშინოდა რატომღაც, მაგრამ გოგონას, თუ რამისა ეშინოდა, ეს დედამისის ცრემლები იყო.

მან ღმერთს პატიება და ჯანმრთელობა სთხოვა — თავისთვის, მშობლებისთვის. მან ღმერთს სთოვა, რომ დედას და მამას მისი სურვილები შეესრულებინათ, ეყიდათ ისეთი რამ, რისი ყიდვაც მამას და დედას შეეძლო.

მაგრამ როცა ძმა გაჩნდა, იგი ღმერთზე გაბრაზდა.

ძმა ღმერთისთვის არ უთხოვია, მაგრამ ის გამოჩნდა.

იგი განაწყენებული იყო მშობლებზე, შეწყვიტა ლოცვა ძილის წინ.

მას აღარც კი ეშინოდა არაფრის, რადგან სიკვდილის არ ეშინოდა.

სიკვდილი მას რაღაც სასაცილოდ ეჩვენებოდა.

ის თვლიდა, რომ კვდებოდნენ მხოლოდ სულელები და ავადმყოფები.

ქრებოდნენ — სულ ეს იყო. ისინი გადაიქცეოდნენ ჰაერად და ამიტომ ისინი აღარ ჩანდნენ.

ის თავს ჭკვიანად თვლიდა, რადგან მისი მშობლები ექიმები იყვნენ. და როდესაც მას ეკითხებოდნენ, ვინ უნდოდა გამოსულიყო, როცა გაიზრდებოდა — პასუხობდა: — ექიმი ვიქნები». და ასევე სიცილით დაამატებდა: — მინდა მიყვარდეს კაცი და ვიცოდე რამდენიმე ენა!

მამას დილით თავისი მანქანით მიყავდა გიმნაზიაში — იქ ის სწავლობდა ინგლისურს და ერთ მაგიდასთან იჯდა სიმპათიური მდიდარი ბიჭის გვერდით.

დედასაც თავის მანქანით — გამოჰყავდა და მიჰყავდა ცეკვის გაკვეთილებზე.

უყვარდა მსჯელობა, თავი ზრდასრულად მიაჩნდა.

ძალიან ადვილი იყო მისთვის ზრდასრულად ყოფნა.

ეს სიმსუბუქე არაფერს აგრძნობინებდა.

მაგრამ სიბრაზე და წყენა — აი, რა აგრძნობინებდა უძლურებას.

ყველაზე გაუსაძლისია კი საკუთარი თავის შეცოდება იყო.

თავს მახინჯად და მოხუცად თვლიდა.

ძმის მონათვლა მისთვის ყველაზე უცნაური და საშინელი დღე იყო. მანქანით მიდიოდნენ — უკანა სავარძელზე კუთხეში მოკალათდა, ფეხები გადააჯვარედინა, ჩუმად იყო, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი ძმა იწვა იქვე, საკუთარ საძინებელში: დედა ტრიალდებოდა და ცალი ხელით აქანავებდა. შემდეგ მამამ ხელში აიყვანა და ემოციურად წაიყვანა ეკლესიაში. საფიქრალი აღარაფერი იყო. ყველაფერი, რაც ნახა, გოგონას სიზმარი ეგონა. არაფერი ახსოვდა — მხოლოდ ის, რომ მისი ხელი სულელურ, უსარგებლო ბებია ვეროჩკას ეჭირა. ალბათ, მას თავადაც სურდა სიკვდილი, წასვლა, ყველა მათგანის დატოვება: დედის, მამის, ძმის და ღმერთისაც კი. დაეძინოს და აღარ გაეღვიძოს. მხოლოდ იმ მომენტში, როცა ბავშვი წყალში თავდაყირა ჩასვეს და ტიროდა, ფიქრობდა რომ ძმა დაიხრჩობოდა და მოკვდებოდა, მაგრამ ის მაშინვე წყლიდან ამოიყვანეს.

სახლში რომ მივიდა, თავისი საყვარელი ხატი, რომელიც დედამ ერთხელ მისთვის ეკლესიაში იყიდა, იატაკზე დააგდო. შემდეგ ცარიელ ოთახში უხერხული ღიმილით მიმოიხედა, ისევ აიღო და ფრთხილად დადო ადგილზე ისე, რომ არავინ არაფერი შეამჩნია.

არა რაღაცის მოლოდინში, უბრალოდ იმის გამო, რომ მას აღარავის სჯეროდა — გოგონა შეეგუა იმ ფაქტს, რომ მისი ძმა მათთან ცხოვრობდა და ის უყვარდათ.

მაგრამ მოულოდნელად რაღაც დაემართა არა ამ არსებას, არამედ დედამისს.

დედა სულ საწოლზე იწვა, თითქმის არ დგებოდა.

მან თქვა, რომ ძალიან დაიღალა.

შემდეგ ის წავიდა და ისინი მარტო იყვნენ.

დედა ბევრჯერ მიდიოდა — სხვა ქვეყნებში, ქალაქებში — და ეს არ წყენდა გოგონას, მას მოსწონდა მამასთან დარჩენა. ახლა დედა საავადმყოფოში ისვენებდა — არც ისე შორს, სადაც ხალხი, როგორც გოგონას ეჩვენებოდა, არაფერს აკეთებდა, მხოლოდ ჭამდა, ეძინა და ექიმებს ემორჩილებოდა. მამამისმაც შეწყვიტა სამსახურში სიარული. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ: დადიოდნენ, თვითონ ამზადებდნენ საჭმელს, რეცხავდნენ ჭურჭელს, უყურებდნენ ტელევიზორს. მან იგრძნო, რომ მამა მასზე მიჯაჭვული გახდა, თითქოს დაივიწყა დედა — და ისინი გახდნენ რაღაც ერთიანნი, მთლიანნი, თავისუფალნი, აკეთებდნენ ყველაფერს, რაც სურდათ და რასაც დედა ალბათ აუკრძალავდა. ის ცდილობდა დახმარებოდა მამას ძმის მოვლაში და ამაყობდა, რომ მისი დახმარება იყო საჭირო.

მარტო რომ დარჩებოდა, როცა ეძინა მის საწოლთან შეპარვით შედიოდა და ოცნებობდა სახლიდან გაეყვანა და სადღაც გადაეგდო. მაგრამ ძმა იღვიძებდა და გოგონა კვლავ აჩვენებდა თავს, რომ მისი დედა იყო. იმასაც სჯეროდა.

ადვილი იყო მისი მოტყუება.

მან ჯერ კიდევ არ იცოდა, ალბათ, ვინ იყო დედამისი: არ ახსოვდა, არ იცოდა და არ უყვარდა.

გოგონამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ძმის გამო გახდა დედა ავად...

დედის ავადმყოფობამ მხოლოდ მისი ამაყი ცნობისმოყვარეობა დააზარალა.

გოგონა საიდუმლოებებს ვერ იტანდა. ამ ვეროჩკა ბებიამაც იცოდა რაღაც. როცა დასახმარებლად მოდიოდა, დიასახლისად წარმოაჩენდა თავს, დედასავით უნდა დამორჩილებოდა. დღესაც მამას არ სურდა მისი თან წამოყვანა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მალავენ მისგან — მიხვდა. მაგრამ ეს კაცი გაცვეთილ ხალათში — მღვდელი — მას მხოლოდ სულელად ეჩვენებოდა. შეიძლება ეფიქრა, რომ ის ქუჩაში აიყვანეს. შეურაცხმყოფელიც კი იყო, რომ ის გაიგებდა დედის ყველა საიდუმლოს. გოგონა მიხვდა, რომ ეს შეიძლებოდა ტაძარში, სადაც ისინი ევედრებოდნენ მათ საყვარელ ღმერთს: დარწმუნებული იყო, რომ მის ცრემლებს დაინახავდა და უკვე რაღაცას ელოდა, მაგრამ მღვდელი ეტყოდა — წადი... აქ არ შეიძლება! შემდეგ გოგონა დედასთან მივარდებოდა, ხელზე აკოცებდა და ეხვეწებოდა: დედა! საყვარელო, დედა! მე ცუდად ვარ! მე მინდა შენთან ვიყო!

ამ დროს აკრძალული იყო ავადმყოფის მონახულება. ქმარი ყველაფერზე დათანხმდა, მღვდელიც იპოვა. ეძებდა... დაურეკა ყველა ნაცნობს, ეკითხებოდა — რა თქმა უნდა, მორწმუნეებს, მართლმადიდებლებს. უჭირდათ მისთვის რაიმეს რჩევა, რადგან, ზოგადად, მსგავს სიტუაციაში არასოდეს აღმოჩენილან. მაგრამ მათ ეშინოდათ: ის კვდება? ის კი პასუხობდა: არა, არა. სურს ცხოვრება.

ქირურგი, ასობით ოპერაცია...

საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, რადგან არაფრის არ სჯეროდა.

კვეთდა ვინმეს ნაწლავებს?

იყო რაიმე სასიამოვნო ამ საქმიანობაში?

ან საშინელი იყო?

დაისწავლა — ექიმები არ იცოდებდნენ თავიანთ პაციენტებს. რომ იცოდებდნენ, დაიწყებდნენ ზიზღისა და შიშის გამოცდას.

აპენდიციტი, თიაქარი, წყლულები...

ის გაგიჟდა: ჭრიდა და კერავდა ადამიანებს, როგორც ამას აკეთებენ, როცა ნაკლებად ჰუმანურ ექსპერიმენტებს ატარებენ ხორცისა და სისხლის შემცვლელებზე. რაღაც ერთფეროვნება, მოსაწყენი სამუშაო ჩვევად იქცევა, ხელფასიც კი — ან, როგორც ხუმრობით ამბობდა — «პაჩი».

ყველაზე მეტად რაც უნდოდა — დაძინება იყო. ჩვეულებრივი ცხოვრება: ოჯახი, სამსახური. იშვიათად თუ ფიქობდა... რისთვის ცხოვრობდა? ეს კითხვა მტკივნეული ხდებოდა, როცა ფიქრობდა ბავშვებზე, რომლებსაც სიცოცხლე აჩუქა. უყვარდა მამაკაცურად, როგორც საკუთარი სისხლი, გვარის გაგრძელება, რაც დარჩება... მაგრამ ამ სიყვარულით ვერანაირი რწმენას ვერ გამოხატავდა... იცოდა, რომ ის ძვლებისგან, ძარღვებისგან, კუნთებისგან, ნერვებისგან შედგებოდა. არ ეშინოდა სიკვდილის. ცხოვრობდა მისთვის, ვისაც ის სჭირდებოდა. სიცოცხლეც და სიკვდილიც, ეს იყო სწორი ხაზი, რომელსაც მიჰყავდა გულგრილი უსასრულობისკენ. იქ არავინ და არაფერია საძებნელი — მაგრამ აქ?

გაბერილი ტუჩები, დიდი მკერდი, თეთრი და რბილი, თითქოს დატენიანებული კანი. ყველაფერი არაელეგანტურია. ალბათ უხეში, ხორციელი. მისი ტიპი ქალები. მედიცინაში ისინი, როგორც წესი, ერთი ღამისთვის ხვდებოდნენ. ძილის შემდეგ მეგობრდებოდნენ. ფიზიოლოგია აკადემიური საგანია, როგორც პათოლოგია. ყველა სპეციალობა ერთსქესიანია. ისე, გენდერული თანასწორობაც მეგობრობაა. წრე შეიძლება იყოს ფართო და ისინი წრეებში დადიოდნენ. სტუდენტებს სახუმაროდ ჰქონდათ: «ყველა ექიმი ძმაა და ყველა მედდა მეძავი!» ექიმები ყველაზე ცბიერი ხალხია. იქნებ მეგობრობა უფრო სტერილურია ვიდრე სიყვარული? დაწვილდებოდნენ ასე: ორთოპედი და ოკულისტი, კარდიოლოგი და უროლოგი, სტომატოლოგი და პროქტოლოგი... ანუ, როგორც არიან: ქირურგი და დერმატოლოგი. მერე იქმნებოდა ოჯახები, როცა რატომღაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. მოგვიანებით იყო მეგობრობა სხვა ოჯახებთან, რომლებთანაც ვსწავლობდით — ამხანაგები, კოლეგები, ესკულაპიუსი ერთი ფიცით ყველასთვის: „ვფიცავ აპოლონს, ექიმ ასკლეპიუსს, ჰიგიას და პანაცეას, ყველა ღმერთს და ქალღმერთს, ავიყვან რა მათ მოწმეებად, პატიოსნად შევასრულო ჩემი ძალისა და ჩემი გაგების მიხედვით შემდეგი ფიცი ... “

საავადმყოფოდან ერთი დღის შემდეგ სახლში დაბრუნებული, მანქანას ეზოში ტოვებდა, არაფერს აღიქვამდა. ქალი ხვდებოდა, არაფერს ამბობდა, ისიც საზღვარს არ კვეთდა, რადგან ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა. საერთო და ყველაზე უცნაური ამ ყველაფერში: მათი ბავშვი იყო. ქალს საკუთარი ფული გაუჩნდა. უცბად გაემზადებოდა და წავიდოდა სამოგზაუროდ გაურკვეველ დაქალთან ერთად. როცა გადიოდა, უკან არ იხედებოდა. ეს იყო გაქცევის მცდელობა. ის შეიძლება აღარ დაბრუნებულიყოს, გრძნობდა კაცი. ამბობდა, რომ მიფრინავდა ესპანეთში... შემდეგ ტაილანდში... ბრუნდებოდა დაბნეული, განადგურებული სახლში, მასთან, თავის პატარა ქალიშვილთან. მაინც მოჰქონდა რაღაც უბრალო სუვენირები, მაგრამ არ ლაპარაკობდა არაფერს. არც ის ეკითხებოდა. სხვის მორიგეობას იღებდა და დღეები, რომლებიც სახლში უნდა გაეტარებია, სულ მცირდებოდა. ოდესღაც ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. რამდენჯერმე, ალბათ, შეეძლო კიდეც დაემთავრებინა ყველაფერი, თუ ხელს დაარტყამდა... მაგრამ ითმენდა, იმიტომ რომ უფრო ძლიერი იყო და არავის აძლევდა საშუალებას გაეტეხათ. ქალი იწვევდა, არაფერი იყო მისთვის იმაზე სასტიკი სიტყვა, ვიდრე სიტყვები, რომლებიც იფურთხებოდნენ. ფიქრობდა სიახლოვის შეწყვეტას და თუ ფიზიკური მათ შორის ხდებოდა, ეს უფრო აშორებდა მათ. მოთხოვე, მოთხოვე, მოთხოვე... ან მოიქეცი ისე, რომ ის არ არსებობს, რომ ვერ გრძნობ მის გვერდით ყოფნას, თუნდაც როგორც პიროვნებისას და მერე აეტეხა პანიკა, ისტერიკა, ყვირილი, რომ თავი არარაობად აგრძნობიო. ყოველდღე ის უფრო უბედური იყო. ტიროდა ძილში პატარა გოგოსავით, თავისი ცხოვრებით განაწყენებული, უმწეო, შიგნიდან დაჭრილი. ჩანდა, რომ ეს იყო დაავადება... და ყველაფერი, რაც ხდებოდა, ისინი მალავდნენ, მალავდნენ როგორც სიმართლეს ამის შესახებ, ასევე დაავადების შესახებ ნათესავებისგან, საყვარელი ადამიანებისგან.

ეგონა ყველაფერი იცოდა მის შესახებ... მამას გოგო — უფრო მეტად იყო მიჯაჭვული მამასთან, ვიდრე დედასთან, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ზიზღით იხსენებდა. ქალიშვილის გაზრდის შემდეგ მან დატოვა ოჯახი, დაქორწინდა ახალგაზრდა გოგონაზე, თითქმის მის ასაკისაზე და ორი წლის შემდეგ ქვრივად აქცია, გარდაიცვალა სწორი ნაწლავის კიბოთი. მოკვდა გულგრილად, თითქოს ყველას უღალატა და ყველამ უღალატა. რომ მას არავინ სჭირდებოდა. ხოლო, ქალიშვილი, რომელიც მიხვდა, რომ ვინც მოკვდა, მისი მამა იყო, მარტო წავიდა კრემატორიუმის ღუმელში დასაწვავად. ის, ისევე როგორც ადამიანების უმეტესობა, ვინც მშობლების გარეშე დარჩა, აჩვენებდა თავს, ვითომ ყველაფერი ესმოდა. მან იგრძნო კმაყოფილება, რომ აპატია და არ უღალატა გრძნობებს. მას უნდოდა, ყველას ყვარებოდა, მაგრამ მხოლოდ ის, მარტო. რაღაც სიგიჟე იყო. ამიტომ, დედამისზე ეჭვიანობდა, არ სურდა შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ის არსებობდა.

ბიჭი გაიზარდა მამის გარეშე. კარგი თუ ცუდი, ყველას ჰყავდა, მისთვის კი დაბადების მოწმობაში მხოლოდ ხელმოწერა იყო. დედა წარსულს მალავდა: ვაჟი ვერ ბედავდა მამაზე ლაპარაკს და ფიქრს. ბევრი კანონი იყო, რომლითაც ის იზრდებოდა და თუ დაარღვევდა, მოღალატე ხდებოდა. ქალი თუ მაინც დედად თვლიდა თავს, ეს იმიტომ, რომ გაანადგურა კაცის მეხსიერება. მისთვის ეს გახდა სხვისი საიდუმლო: არ აქვს მნიშვნელობა ვისი. მამას შეეძლო ეცხოვრა, მას უკვე შეეძლო სიკვდილი — მაგრამ ის იქ არ იყო. ბოლოს და ბოლოს, ის არასოდეს დაემსგავსებოდა მამას, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო როგორც გერის ცხოვრება, ისწავლა.

ერთ დღეს ცოლმა კოცნით გააღვიძა, ლოყაზე მსუბუქად და თბილად შეეხო. სინაზის გრძნობამ გაიღვიძა მასში, თითქოს ხელახლა დაიბადა. ქალი იყო ყურადღებიანი და მზრუნველი, მომთმენი და მოსიყვარულე. ერთხელ კი ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში. სწორედ მაშინ წავიდა ეკლესიაში და წაიყვანა თავისი პატარა ქალიშვილი... ბინაში ყველგან ხატები გამოჩნდა. მორწმუნე გახდა... იყო... მაგრამ როცა ბრუნდებოდა, მისი სახე ყოველთვის ასხივებდა განთავისუფლების ბედნიერებას. ხანადახან გამოცოცხლდებოდა და შემოიტანდა ახალ მუხტს მომავალზე გეგმებით, რა აერჩია და რა ეყიდა, გადაეწყვიტა და გაეკეთებინა. ქმარი ემორჩილებოდა და იმდენად ბრმა იყო, რომ მის მდგომარეობაში უფრო სერიოზულ ცვლილებებს ვერ ამჩნევდა. ქალი მალავდა ორსულობას, ატყუებდა, ამაყობდა საკუთარი თავით, რომ ითმენდა, რომ უძლებდა დამალვას. უნდოდა სანთლებით ლამაზი საღამო მოეწყო, მერე იდუმალი ღიმილით გაემხილა, რომ ატარებს მის შვილს და რომ ეს არის — თითქოს უკვე იცოდა — ბიჭი. იყო გულუხვი, მშვენიერი და მისცა ქმარს ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი.

ბიჭს მამის სახელი უნდა ეტარებია, — ასე გადაწყვიტა.

ყველაფერი ადვილი სათქმელი იყო.

ქმარიც ადვილად დათანხმდა.

მაშინ ყოველი წუთი იყო ადვილი იყო. მას სურდა დღესასწაულები და იგონებდა მათ: გასეირნება პარკებში, ექსკურსიები სოფლად, მეგობრებისთვის ვახშამი. ბავშვს თითქოს დედის მუცელში ეძინა და უსიამოვნებას არ უქმნიდა.

თავისუფალი დრო მიფრინავდა, ბოლოსკენ კი აუტანლად ნელა დაიწყო სიარული. ქალიც გაჩუმდა, დაწყნარდა, ყოველდღე დადიოდა საეკლესიო მსახურებაზე, ამბობდა, რომ მარტო ყოფნა სურდა და ქალიშვილი აღარ დაყავდა. შემდეგ კი ის გაუჩინარდა, წავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ. რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა ქმარი, სადაც შეეძლო — მხოლოდ მორგებში არ დაურეკავს.

რწმენა მოლოდინია. ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა. თუ გჯერა, დაელოდე.

ის უნდა დალოდებოდა.

ქალს არაფერი ესმოდა... ეს უცებ ასე ცხადი გახდა ქმრისთვის, როცა ის დაბრუნდა და ვერც ერთ კითხვაზე ვერ უპასუხა. ფართოდ გახელილი თვალების რბილ, მომხიბვლელ გამოხატულებაში რაღაც შიში იგრძნობოდა. ნეტარი ღიმილი, მუცელი, ორსულობის ბოლო სტადია, დუმილი... მართლა გიჟი ხომ არ იყო, ან უსულო არსება? ის დუმდა და ელოდა დაკითხვის დასრულებას. მისი შემხედვარე ქმარს თავად შეშინდა საკუთარი თავის... წაართვას თავისუფლება? მიაყენოს ტანჯვა? მაგრამ მას ხომ მისი შვილი ჰყავდა მუცელში. არა, ყველაფერი უნდა დაივიწყოს. როცა იმშობიარა, დაივიწყა, აპატია. ვაჟი დაიბადა! დაიწყო მშვიდი, თბილი ცხოვრება, ჩვილის პირველი დახვეწილი აღუთი, პირველი აზრიანი მზერით, პირველი ღიმილით... ხოლო, როცა ნათლობის შემდეგ ხელში აიყვანა, ამ პატარა კაცთან შედარებით უფრო მოშვებულად და სულელურად გრძნობდა თავს, გაუჩნდა მონური სურვილი ეცხოვრა მისთვის, ემსახუროს მას... ამდენი სიხარული წუთით საშიში გახდა: რატომ? როცა შვილს პლასტმასის აუზში აბანავებდა, მიხვდა: მათი სიხარული ქრებოდა. უცებ ხელები აუკანკალდა, რატომღაც წარმოიდგინა, რომ დარეკა ტელეფონის ზარმა და გაისმა სხვისი თავშეკავებული ხმა: „შენი ცოლი მოკვდა“... რამდენჯერ წარმოთქვა ეს სიტყვები თვითონაც, არც კი ფიქრობდა, რატომ უნდა ყოფილიყო ასე, ზუსტად ასე: დასასრული — და მეტი არაფერი? მას არასოდეს უგრძვნია თავი ისე უმწეოდ, რომ ეღიარებინა მისი უუნარობა, გამოეჯანმრთელებინა ადამიანი. ყველა ექიმმა იცის, რომ ასეთ შემთხვევებში ამერიკაში ამას ძალიან მარტივად მკურნალობენ — მაგრამ რუსეთში ამას აკეთებენ, ისინი ამას თავად აკეთებენ, არც იციან რას: ცდილობენ, ახარისხებენ წამლებს, რაც უკვე აქვთ, უნიშნავენ ავადმყოფს. მაგრამ ამ დროს ჰემოგლობინი ეცემა. ვითარდება ჰიპოქსია. მან იცოდა. ამიტომ, ის შეუთანხმდა, დასვა ბავშვი, რომელიც მიხვდა, რომ სიცოცხლე სამუდამო არ არის... რომ სიცოცხლე — სიკვდილია. მხოლოდ მაშინ, როცა თავს ბალიშზე გადააგდებ, კრუნჩხვით ტკივილებს ყოველ ნერვთან ჩვეულებრივ სიმშვიდით იგრძნობ, ღიმილი დაარბილებს ნახევრად გაფითრებულ, უსისხლო სახეს.

საავადმყოფოს წინ, ალბათ შიშის დასაძლევად, ქალმა მოაწყო გამოსამშვიდობებელი ცერემონია... გარდაუვალობას, რომ დილით ქმარი გაურკვეველი დროით საავადმყოფოში წაიყვანდა, გარეგნულად საზეიმოდ და მშვიდად აღიქვამდა, თითქოს ყველაფერი მხოლოდ როლი იყო და მან ეს ითამაშა, ოღონდ ძალიან სერიოზულად. დილით ადრე, გათენდა თუ არა, ისინი ეტლით გამოვიდნენ თავიანთი სახლის ეზოში, გადაწყვიტეს არ გაეღვიძებინათ ქალიშვილი. პატარას ეძინა, ნესტოები დაეჭიმა და სუფთა, გრილ ჰაერს ყლაპავდა, რომელიც ახლა გაწმენდილი იყო ხვატის და ორთქლისგან, დაწყევლილ ზაფხულში რომ აწუხებდა ამ ქალაქს. ისინი ისხდნენ სასაცილო სკამზე, რომელიც შეღებილი იყო ცისარტყელას ყველა ფერში და სათამაშო მოედნის სიღრმეში იდგა. ადგილი სათამაშო ქალაქს ჰგავდა. ისინი სვამდნენ თეთრ ღვინოს მინერალური წყლით გაზავებულს ყლუპებით, რა თქმა უნდა, ბროლის ჭიქებიდან და უთქვამდნენ სურვილებს, როგორც ახალი წლის ღამეს. ქალს უნდოდა, რომ ეს სურვილები ბევრნი და სრულიად განსხვავებულნი ყოფილიყვნენ, ოღონდ ხმამაღლა არაფერი ეთქვათ ერთმანეთისთვის...

ქმარი თამაშობდა, ცდილობდა. ღვინო კი ყველაფერს აადვილებდა, სასიამოვნოს ხდიდა, ტკივილსაც კი. უკვე ძალიან ცივი, გაყინული, როცა ძლივს ჭამდა, მხოლოდ წყალს იღებდა და სმაც ეზიზღებოდა. ისაუბრეს ბავშვებზე... იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მათთან, მარტო... მაგრამ, უკვე მოწყვეტილმა სახლს, ოჯახს, შვილებს, რატომღაც უარი თქვა ბოლო და ყველაზე ბუნებრივ სიხარულზე: ბავშვის ნახვაზე... ეშინოდა, ევედრებოდა ქმარს, რომ ეს არ გაეკეთებინა, თუნდაც სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი დამდგარიყოს: „დაე, ჩემმა შვილმა არაფერი იცოდეს. დავბრუნდები სახლში და ვნახავ მას“.

მას რცხვენოდა, რომ ცოლი ჯანმრთელს და თავისუფალს ხედავდა.

ავადმყოფობამ მყიფე, ავადმყოფურად მოხდენილი გახადა... მისი პალატის კართან მდგომი, რომლის მიღმაც რაღაც უსიამოვნო ხდებოდა, ის ახლაც ფიქრობდა ქალზე, რომელიც სხეულის ტკბილ ტკივილს გრძნობდა. მის სანახავად მოდიოდა...

მან იცოდა, როგორ შეეყვარებია საკუთარი თავი, რადგან ეს ადვილი იყო... პროცედურის ან საავადმყოფოს საკვების მისაღებ რიგში ვინმეს გაუღიმებდა, მედდას და სანიტარს ტკბილეულს, ხილს შესთავაზებდა. მან შხაპის გამოყენების უფლებაც კი მისცა, იმის მიუხედავად, რომ თავადაც, ზიზღიანი იყო და ტანს ნესტიანი ცხელი პირსახოცით იწმენდდა. ზოგი მასთან ლექციების მოსასმენადაც მოდიოდა, უყვებოდა თანამედროვე კოსმეტოლოგიის საოცრებების, კანის სწორი მოვლის შესახებ. საღამოობით კიდევ მორწმუნე ქალები აკითხავდნენ პალატებიდან და საერთო ლოცვების წასაკითხად. მაგრამ ბოლოს ყველას სთხოვდა — „ილოცეთ ჩემთვის“ -ისეთი გამომეტყველებით, რომ მისი თხოვნა წმინდანისას გავდა.

შელოცვასავით ამბობდა ქმართან: „ბევრი ქალი ლოცულობს ჩემთვის“.

„შეგეძლო უკვე ამ ხნის განმავლობაში ვინმეს გაცოცხლება“, — ხუმრობდა ის, თითქოს არ სჯეროდა იმის, რაც გაიგო.

უცებ დივეევოზე დაიწყო საუბარი, რომ მანქანით უნდა წაეყვანა დივეევოში, რომელიღაც დედათა მონასტერში და გამოჯანმრთელდებოდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მღვდელთან დარეკვაც სთხოვა, შვება იგრძნო, რადგან ამ სურვილს მაინც შეუსრულებდა. ესაუბრა მის მკურნალ ექიმს და მიხვდა, რომ მის მდგომარეობაში ის არ დაუშვებდა მსგავს რამეს. მან მიანიშნა, რომ ფსიქიატრის კონსულტაცია უფრო სასარგებლო იქნებოდა მისი მეუღლისთვის — მაგრამ ვერ გაბედა დაძალება... და გაბრაზებულმა გაიფიქრა: „რა თქმა უნდა, ვიღაც არის შენს საავადმყოფოში — ეს ნორმალურია... შენ თვითონ არ ხარ, შენ არ შეგიძლია დახმარება აღმოუჩინო, მაგრამ არ გადაყლაპავ ანტიდეპრესანტებს, რადგან სრულიად ჯანმრთელი ხარ... და ამიტომ შენ იცი ყველაფერი, შენ წყვეტ... და მართავ ავადმყოფების ცხოვრებას...»

მან რამდენს გაუძლო, არ იცოდა, მაგრამ კიდევ რამდენი რჩებოდა... დღეები, კვირები, თვეები.

ტკივილი და ცივი წებოვანი ოფლი, ღებინება და სისხლი არ ტოვებდა...

იბრძოდა გამბედაობისა და ძალის გარეშე.

ვერაფერი გაეგო.

აცრემლებულ გოგონას თავისკენ მოუხმო, მამამ ქალიშვილს შეხედა...

დედას ისე დამსგავსებოდა, მორიდებით თვალები დახარა...

ქალმა უცებ ქმარს მიმართა: „რა? გინდა სიყვარულში გამომიტყდე?” — და როდესაც მან მკერდთან მიიკრა, თუმცა ჯერ კიდევ არ სურდა მისი პატიება, ქალი დაწყნარდა და თქვა: «აი, კიდევ ერთს შევუყვარდი“...

საავადმყოფოს დერეფანში მარტოხელა მდედრობითი არსებები ტანსაცმლით დახეტიალობდნენ... ბოლოს პალატიდან გაოფლილი მღვდელი გამოვიდა. მან თითქოს დაიქნია თავი ან დაიხარა და სასწრაფოდ გავიდა.

ის საწოლზე იწვა ბალიშში ჩარგული სახით. ქალიშვილი მაშინვე მივარდა მას შეშინებული და ჩაეხუტა: „დედა, გტკივა? გტკივა?

კრუნჩხვის შემდეგ, პაციენტმა გაახილა თვალი და დაინახა, როგორც სიზმარში, მრავალი სახე...

ექიმს, აშკარად დაღლილს ამ პაციენტთან ურთიერთობით, ჰქონდა ტაქტი, არ განეხილა მომხდარი.

ექთანმა ვენაში ინექცია გაუკეთა, თითქოს სისხლი გამოუშვა. მან თავი მსუბუქად იგრძნო და დამშვიდდა.

«მამა, დედა მოკვდა?» — მოესმა აკანკალებული სუსტი ხმა.

ისინი მარტო დარჩნენ ამ სტერილურ და ძველებური სურნელის მქონე პატარა ოთახში შიშველი კედლებით, მაცივრით, ტელევიზორით, მაგიდით და კიდევ ერთი უფასო საწოლით, თითქოს ეს ვიღაცის სახლი იყო.

„ჩაეძინა. ჩვენ არ გავაღვიძებთ მას, ჩვენ წავალთ».

და მან სიცარიელეში წასვლამდე უაზროდ თქვა: „აბა სად არის ეს შენი ღმერთი?»

სახლში, სადაც, დედის თანდასწრებით, რატომღაც თავს უცხოდ გრძნობდა, ის უხეშად ან აგდებულად პასუხობდა მის კითხვებს და მიანიშნებდა, რომ გულწრფელი არ იქნებოდა მასთან, ამიტომაც წავიდა მისგან კიდევ ერთხელ განაწყენებული. თუმცა ვაჟს გრძნობები არ აინტერესებდა.

გოგონა თავის პატარა ოთახში იმალებოდა, მაგრამ მარტო ეშინოდა. რატომღაც ძმა გაახსენდა — და მშობლების ოთახში, სადაც ლოგინი იდგა, იდუმალმა სიჩუმემ შეიყვანა. პატარა ძმა რბილ საწოლში იწვა და თითქოს არ სუნთქავდა. მან დაუძახა... ჩუმად-ჩუმად.

ბიჭმა უცებ გაოცებულმა გაახილა თვალები, გაცოცხლდა.

გოგონა ატირდა, თითქოს უკანასკნელად ხედავდა.

პატარამ შეხედა, ხელები მისკენ გაშალა და გაუღიმა.

თვალები უბრწყინავდა — რამდენი სიხარული, სინათლე და სიცოცხლე იყო მათში.