ვიქტორ პელევინი
პელევინი ვიქტორ ოლეგის ძე (1962 წ.) — პროზაიკოსი, ესეისტი. „დიდი წიგნის», „მცირე ბუკერის» (1993), „ეროვნული ბესტსელერის» (2004) და მრავალი სხვა რუსული და ევროპული პრემიის მფლობელი.
დაიბადა მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი, სწავლობდა ა.მ. გორკის სახ. ლიტერატურულ ინსტიტუტში. 1991 წელს გამოვიდა მწერლის პირველი წიგნი — მოთხრობების კრებული «ლურჯი ფარანი». რომანებმა «ომონ რა», «მწერების ცხოვრება», «ჩაპაევი და სიცარიელე» და «გენერაცია «პ» ავტორს წინასწარმეტყველი და საკულტო პოსტმოდერნისტი მწერლის პოპულარობა მოუტანა, რომელიც მთლიანად ასახავდა ინტელექტუალურ რეალობას 90-იანი წლების გიჟური იდეებით, მნიშვნელობების თამაშით, მითების ნგრევით, სულიერი სფეროს კომერციალიზაციისა და სიმულაკრების ტრიუმფით.
პელევინი ავტორია რომანების „Empire V“ (2006), „S. N. U. F. F.“ (2011), „ბეტმენი აპოლონი“, „სიყვარული სამი ცუკერბრინისადმი“ (2014), „მაყურებელი“, „iPhuck 10“, მოთხრობების კრებულისა „გარდამავალი პერიოდის დიალექტიკა. არსაიდან არსად“ (2003) და სხვა. 2021 წელს გამოქვეყნდა რომანი მოთხრობებში «Transhumanism Inc.»