ედუარდ ლიმონოვი

ლიმონოვი ედუარდ ვენიამინის ძე (1943—2020) — პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
დაიბადა გორკის (ნიჟეგოროდის) ოლქის ქალაქ ძერჟინსკსში, ბავშვობა გაატარა ქ. ხარკოვში. შრომითი მოღვაწეობა დაიწყო 17 წლისამ, შეიცვალა რიგი შრომითი პროფესია. ლიტერატურაში შემოვიდა როგორც პოეტი, ლექსების კრებულები გამოდიოდა თვით გამოცემის ფორმით. 1974 წ. წავიდა ემიგრაციაში, მისი პირველი რომანი, ,,ეს მე ვარ — ედიკა’’, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა, გამოიცა საფრანგეთში 1980 წ. რუსეთში დაბრუნდა 1990 წ. დასაწყისში.
ლიმონოვი გახლავთ ორი ათეული რომანისა და თხზულების ავტორი. მის კალამს ეკუთვნის: „მოზარდი სავენკო“, “ჩვენთან იყო დიდებული ეპოქა“ და სხვა. გამოცემული ჰქონდა მრავალი მოთხრობა და ლექსთა კრებული, ესეები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტატიები, მემუარული წიგნები. მის ჯანყის შემცველ, გარკვეულწილად ნაზ, მაგრამ ხშირად მღელვარე, ზღვარსგადასული სითამამისა და ფორმის პროზას — ერთნი „მკაცრ რეალიზმად“ მიჩნევდნენ, სხვანი კი, თავისი საუკუნის ცთუნებებით, თავზარდამცემი მოვლენებითა და შეგრძნებებით აღვსილი რუსი პოეტის აღსარებად.