მიხაილ ანიშჩენკო

დაიბადა 1950 წელს კუიბიშევში (ახლანდელი სამარა). დაამთავრა ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა წისქვილის მემანქანედ, ზეინკლად, სანტექნიკოსად, დარაჯად, მერის თანაშემწედ და ჟურნალისტად. მისი ლექსების პირველი წიგნი გამოიცა 1979 წელს. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა, მათ შორის „ამულეტი“ (2008) და „ბრმა წვიმის სიმღერები“ (2011), რომანებისა და ბიოგრაფიული ნარკვევისა უ. შექსპირის ცხოვრების შესახებ — «ვარსკვლავებით სავსე უფსკრულის გახსნა.» არის „ვერცხლის მშვილდოსნის“ პრემიის, ს. ვ. მიხალკოვის, ქსელური ლიტერატურული პრემიის „სახალხო პოეტი“ და სხვა მრავალ პრემიათა ლაურეატი. ბოლო წლებში ცხოვრობდა სამარას რაიონის სოფელ შელეხმეტში. იყო რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი. გარდაიცვალა 2012 წელს.
სამარაში ყოველწლიურად იმართება პოეტის სახელობის საყოველთაო რუსული ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალი. ევგენი ევტუშენკო, ანიშჩენკოს წარდგენისას, წერდა, რომ ის, „ლამაზი თავისი ბრძნული ბავშვური გამომეტყველებით სულაც არაა შემთხვევითი პოეტი ასეთი უშიშარი და უტყავო ხალხის გარემოცვაში სასულიერო თვალსაზრისით, უიღბლო ხალხისა, მაგრამ რომელმაც იცის როგორ მოიქცეს სამშობლოსთან, ქალებთან და ბუნებასთან, როგორც სერგეი ესენინი, ნიკოლაი რუბცოვი და ვენიჩკა ეროფეევი“.