წყალი დამაქვს

                 
წყალი დამაქვს, თოვლს მივკვალავ,
მიჭირს მე ამ წყლის ტარება,
სულ რომ მოვკვდე, მისთვის კვლავაც,
მე ეს არ დამეზარება.

ცაზე ცივი არის წყარო,
ყინულს ვჭრი და ქუსლით ვამტვრევ,
ბროლის თაიგული კარგო,
აიღე და რეცხე, ხარშე.

თოვლს დავტოვებ, თოვლთან მივალ,
გავაბოლებ გზა-გზა სამჯერ,
წყალი დამაქვს — ცივ ზღურბლიდან,
მარადიულ საფლავამდე.

მაგრამ მერე ვინღა ზიდავს,
გხედავ იანვარში მარტოს,
როგორ დგახარ წყაროს წინ და
სათლში ყინულს როგორ ათბობ.

მაგრამ ეს დიდი ხნის იქით,
თოვლში, ნისლში ვკვალავ ამ გზებს,
ხედავს ღმერთი, იმან იცის,
რისთვის ვცხოვრობ ქვეყანაზე.