მარია ვატუტინა
დაიბადა 1968 წელს ქ. მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი და ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. მუშაობდა იურისტად, ადვოკატად, ჟურნალისტად, იურიდიული ჟურნალის გამომშვებად და მთავარ რედაქტორად, ხელმძღვანელობდა მ.გორკის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის ლიტერატურულ განყოფილებას. ავტორია ცამეტი პოეტური წიგნისა, მათ შორის: „მეოთხე რომი“ (2000), „დროთა ცვლილება“ (2006), „გოგონა ჩვენი“ (2008), „იმ ტერიტორიაზე“ (2010), „მოვლენათა ჯაჭვი“ (2013), „ცა ბრილიანტებში“ (2015), „ქალთა წვეულება“ (2015), „სანამ შენ გეძინა“ (2018), „სადამკვირვებლო მოედანი“ (2019). ლაურეატია პოეტური პრემია „ანთოლოგიის“, „მოსკოვის ანგარიშის“ პრემიის, საერთაშორისო ვოლოშინის, ბუნინის, „პარაბოლას“-სა (2017) და სხვა პრემიებისა. გამარჯვებულია პირველი რუსული ტურნირისა „წითელი მოედანი. პოეტების დრო“ და „ჩვენი დროის ხმ-ის“ ტიტულის მფლობელი. ცხოვრობს მოსკოვში.
ლიტერატურისა და კრიტიკოსის იგორ ვოლგინის აზრით, „მარია ვატუტინას ლექსები — არის სასტიკი და პატიოსანი მტკიცებულება იმისა, რაც ჩვენთან ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს (სწორედ საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს) ძალიან თანამედროვე პოეტთან, რომლის ლირიკული მეხსიერება სულაც არ არის თავისუფალი ისტორიისა და კულტურის მემკვიდრეობითი ტვირთისაგან.