ევგენი კარასევი
დაიბადა 1937 წელს ქ. კალინინში (ახლანდელი ტვერი). იყო მძიმე ბედის კაცი: ომში დაობლდა, დაიწყო ჯიბის ქურდობა და აღმოჩნდა ბავშვთა კოლონიაში, რის შემდეგაც სულ 20 წელი გაატარა ციხეში, ჰქონდა შვიდი ნასამართლეობა, დასახელებული იყო განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად. მავთულხლართებს მიღმა დაამთავრა საშუალო სკოლა და იქ დაიწყო წერა. მუშაობდა ხე-ტყეზე და ქვეყნის შორეულ რაიონებში რკინიგზის მშენებლობაზე. 1986 წელს დატოვა კრიმინალური სამყარო და მუშაობდა საკომისიო მაღაზიის დირექტორად, ანტიკვარების შემფასებლად. პირველი კრებული «გზანი უფლისანი» გამოვიდა მხოლოდ 1992 წელს. ავტორია ლექსებისა და ლექსების შვიდი კრებულის, მათ შორის „ურწმუნოების ტვირთი»(1998), «დანაშაულის მოწმეები» (2000), «სიმღერები უძღებ შვილზე»(2003), «მტკიცებულებები»(2014). გამოსცა მოთხრობებისა და ნოველების რამდენიმე წიგნი, ასევე ციხის მოგონებების წიგნი „პარალელური სამყარო“ (2007). ჟურნალების „ახალი სამყაროს“ და „არიონის“ პრემიების ლაურეატია მიღებული აქვს პოეზიის პრემია „ანთოლოგია“, ნ.ს გუმილიოვის პრემიები. იყო რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი. გარდაიცვალა 2019 წელს.
მასზე წერდნენ პოეტები ოლეგ ჩუხონცევი, იური კუბლანოვსკი, ტატიანა ბეკი, მაქსიმ ამელინი. კრიტიკოსი ლევ დანილკინი აღნიშნავდა, რომ „ის არის საოცარი, ყველასგან განსხვავებული პოეტი, — და კარგი იქნებოდა, რომმხოლოდ პოეტი“.