ალექსეი პარშჩიკოვი
დაიბადა 1954 წელს პრიმორსკის მხარეს, სოფელ ოლგაში. ბავშვობაში ცხოვრობდა დონეცკში, კიევში. სწავლობდა კიევის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში და ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ის ეკუთვნოდა 1980-იანი წლების არაოფიციალურ პოეტთა წრეს, რომელთა შემოქმედება მოგვიანებით „მეტარეალიზმით “გახდა ცნობილი.
1991 წელს გადავიდა სან-ფრანცისკოში (აშშ), მიიღო მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტის სლავისტიკის განყოფილებაში. 1995 წლიდან ცხოვრობდა კიოლნში (გერმანია). ავტორია პოეტური წიგნებისა: „ინტუიციის ფიგურები“ (1989), „კირიული სინათლე“ (1995), „რჩეულები“ (1996), „ანგარები“ (2006) და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, დანიურ, იდიშურ, ჩინურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, სერბიულ, უზბეკურ, ფინურ, ფრანგულ, იაპონურ და სხვა ენებზე. მონაწილეობდა მრავალ პოეზიის ფესტივალზე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. არის ანდრეი ბელისა და მოსკოვის პოეტთა ბიენალეს პრემიების ლაურეატი. გარდაიცვალა 2009 წელს.
ფილოსოფოსმა, ლინგვისტმა და ვერსიფიკატორმა მიხაილ ეპშტეინმა აღნიშნა, რომ პარშჩიკოვმა „რუსულ პოეზიაში შემოიტანა მეტამორფოზური გამოსახულების გაუთავებელი შეკრულობა, გირლანდი, კოსმიური გაფართოება, მაგრამ ის იყო არა მხოლოდ მეტარეალისტი, არამედ პრეზენტალისტიც და პოეზიაში აფასებდა სწორედ ასეთ დანიშნულ თვისებას: წარმოაჩინოს ნივთი, როგორც რეალური, მოცემული აქ და ახლა, სხვადასხვა კუთხით, პოზიციებით, პროექციის მიხედვით, მაგრამ მკაცრად და ხილულად, სიმბოლური ბუნდოვანებისა და აბსტრაქციის გარეშე“.