ვიაჩესლავ კუპრიანოვი

დაიბადა 1939 წელს ნოვოსიბირსკში. სწავლობდა ლენინგრადის იარაღის ინჟინერთა უმაღლეს სამხედრო-საზღვაო სკოლაში. დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტის მთარგმნელობითი ფაკულტეტი. თარგმნა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, ლატვიური და სომხური პოეზია. ის არის თავისუფალი ლექსის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი. ავტორია რუსეთში გამოცემული ათი პოეტური კრებულისა, მათ შორის „ნება მომეცით დავასრულო“ (2002), „ოდა დროზე“ (2010), „არაფერი ადამიანური“ (2013), „კონტრადიციები“ (2019), უცხოურ ენაზე ნათარგმნი ორმოცი წიგნი, პროზის რამდენიმე წიგნი. მისი ლექსები თარგმნილია ყველა ევროპულ და მთელ რიგ აზიურ ენებზე. არის მრავალი საერთაშორისო და რუსული ლიტერატურული პრემიების ლაურეატი, მათ შორის ბრანკო რადიჩევიჩის (სერბეთი), ავსტრიის განათლების სამინისტროს, სერბეთის «მორავის გრაგნილი» — ის, იაპონიის «ნაჯი ნაამანის», ბუნინის, ვ.მაიაკოვსკისა და სხვა პრემიებისა. მიღებული აქვს მაკედონიის ლიტერატურული ჯოხი. არის რუსეთისა და სერბეთის მწერალთა კავშირების წევრი. ცხოვრობს მოსკოვში.
ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი არტიომ სკვორცოვი ასე ახასიათებს პოეტს: „კუპრიანოვი უფორმო ენობრივ ქაოსს ელეგანტური და პარადოქსული აზროვნების წკეპლაზე ახვევს. ლიტერატურაში პათეტიკა, როგორც წესი, მიდის აღვირახსნილ ემოციურობასთან, მაგრამ აქ პათეტიკა დაბალანსებულია ირონიასთან აფთიაქური სიზუსტით. პოეტი არასოდეს არ იმაღლებს ხმას“.