სულელური კითხვები
საინტერესოა —
მართლა გაურბიან გალაქტიკები
ერთმანეთს შიშით?
მართლა გადაშენდნენ დინოზავრები
რომ არ ეცოცხლათ
ტანკების დროში?
მართალია რასაც ამბობენ,
რომ მაიმუნი იქცა ადამიანად
მხოლოდ პოლიციის ფარულ თვალთვალის ქვეშ?
მართლა მოკრიფა ევამ ნაყოფი
სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან
რადგან უცებ მოეჩვენა, რომ
სხვის ბაღში იყო?
ნუთუ მილიონებს
მილიარდების ვალი არა აქვს
როცა მილიარდებს შეუძლიათ ყველაფერზე წასვლა ათასთა გამო?
იმიტომ ხომ არ ჩაიძირა ატლანტიდა,
რომ იმისმა მმართველ კლასებმა
დაარღვიეს არქიმედეს კანონი?
განა ბუნებამ განზრახ არ მისცა
ადამიანს ისეთი ზომები,
რომ რაც შეიძლება შორს დაიჭიროს
როგორც ვულგარულ მიკრობებისგან
ასევე დამატყვევბელ ვარსკვლავებისგან?
როდის მივიღებთ ჭკვიან პასუხებს
ყველა ამ ჩვენს სულელურ კითხვებზე?




