ანდრეი ბიტოვი
ბიტოვი ანდრეი გეორგის ძე (1937—2018) — პროზაიკოსი, სცენარისტი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992 — 1997), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის მფლობელი (2014).
დაიბადა ლენინგრადში, არქიტექტორისა და იურისტის ოჯახში. ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბურღვის ოსტატად. დაამთავრა სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები, წერდა სცენარებს.
მას, როგორც ინტელექტუალურ პროზაიკოსს და დიდ სტილისტს, პოპულარობა მოუტანა წიგნებმა „სომხეთის გაკვეთილები“, „აფთიაქის კუნძული“, „ადამიანის დღეები“ და სხვა. ბიტოვის პირველი რომანი „პუშკინის სახლი“, გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1978 წელს, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მასზე საუბრობდნენ, როგორც ნათელ რუს პოსტმოდერნისტზე. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. მან ბევრი რამ გამოაქვეყნა გარდაქმნის (ე.წ. პერესტროიკის) შემდეგ. წიგნებმა — „მფრინავი ბერები“, „განცხადებები“, „აუწერელი გარდაუვალი“, ოთხტომეულმა „იმპერია ოთხ განზომილებაში“ და სხვა, მრავალი რუსული და საერთაშორისო ჯილდო მოუტანა.