ლევ დანილკინი
დანილკინი ლევ ალექსანდრეს ძე (1974 წ.) — მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, პრემია „დიდი წიგნის“ ლაურეატი (2017).
დაიბადა ვინნიცაში, პედაგოგთა ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოსოფიის ფაკულტეტი და ასპირანტურა. მუშაობდა ჟურნალ Playboy-ს შეფ-რედაქტორად. გაზეთ „ვედომოსტის“ ლიტერატურულ მიმომხილველად, იყო ჟურნალ „აფიშას“ წიგნების მიმომხილველი, გაზეთ „როსსიისკაია გაზეტას“ კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი. თანამედროვე რუსული ლიტერატურის საკითხებზე დაწერილი მისი მიმოხილვები შესულია სხვადასხვა კრებულებში. არის ავტორი ღრმა, ორიგინალობითა და გამჭვირვალობით გამორჩეული ბევრი ბიოგრაფიული გამოკვლევისა. ისეთებისა, როგორებიცაა: ალექსანდრე პროხანოვი, იური გაგარინი, ლენინი და სხვ.