ვიქტორ ასტაფიევი
ასტაფიევი ვიქტორ პეტრეს ძე (1924—2001) — მწერალი, ესსეისტი, დრამატურგი. სოციალისტური შრომის გმირი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978,1991), რუსეთის სახ, პრემიის ლაურეატი (1995,2003). დაიბადა კრასნოიარსკის მხარის სოფელ ოვსიანკაში. ადრე დაობლებული იზრდებოდა ბავშვთა სახლში, დაამთავრა საქარხნო-საფაბრიკო სკოლა, მუშაობდა რკინიგზაზე.
1942წ. მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომის დროს იყო მძღოლი და მეკავშირე, ორჯერ იყო დაჭრილი და კონტუზირებული, დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით, მედლებით ,,მამაცობისათვის“, ,,ვარშავის განთავისუფლებისათვის“ და ,,გერმანიაზე გამარჯვებისათვის“. ცხოვრობდა ურალში, ქალაქ ჩუსოვოეში, შემდგომ პერმში და ვოლოგდაში.
პირველი წიგნი გამოიცა 1953 წ. ასტაფიევი მკითხველთა ფართე წრისთვის ცნობილია, როგორც ავტორი თხზულებების: ,,მწყმსი და მწყემსი გოგონა“, ,,სამწუხარო დეტექტივი“, ,,მეფე თევზი“, ,,უკანასკნელი თაყვანისცემა“. რომანისა ,,წყეული და მოკლული“, ლირიულ—ავტობიოგრაფიული ნაწარმოებებისა და მწვავე პუბლიცისტიკისა. ეკრანიზირებული იყო მრავალი მისი ნაშრომი.
ასტაფიევი არის ლიტერატურაში ორი მიმართულების წარმომადგენელი, ეს მიმართულებებია: ომის თემა (,,სანგრის სიმართლე“) და ,,სოფლური“ პროზა. მისი პროზისთვის დამახასიათებელია — მკაცრი, ზოგჯერ უხეშობამდე მისული, არც თუ ისე სასიამოვნო შეხედულება საზოგადოებაზე და ადამიანზე, ნათელი და მწვავე ენა, ფსიქოლოგიურად ზუსტი სახეები.