ანდრეი რუბანოვი
რუბანოვი ანდრეი ვიქტოროს ძე (1969 წ.) — პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ჟურნალისტი. „იასნაია პოლიანა»-სა (2017წ.) და „ნაციონალური ბეტსელერი»-ის (2019) პრემიების ლაურეატი.
დაიბადა მოსკოვის რაიონის სოფელ უზუნოვოში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მუშაობდა მძღოლად, მშენებლობაზე მუშად, იყო კერძო მეწარმე. მუშაობდა პრესმდივანად რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან წარმომადგენლობით უწყებაში ჩეჩნეთში.
2005 წელს გამოვიდა მწერლის სადებიუტო წიგნი ავტობიოგრაფიული რომანი „დარგე და გაიზრდება“. ამას მოჰყვა წიგნები „დიდი ოცნება“, „ცხოვრება წარმატებულია“, „ქლოროფილია“, „ცოცხალი დედამიწა“, „იოდი“, „ფსიქედელი“, „პატრიოტი“, ,,ფინისტი — ნათელი შევარდენი» და ,,შტორმული გაფრთხილება» (ვასილი ავჩენკოსთან ერთად), ,,კაცი წითელი ხისგან», ,,მძიმე და პირქუში» და სხვა.
ნაწარმოებებს ქმნის „ახალი რეალიზმის“ და ფანტაზიის ჟანრში.
კრიტიკოსები აღნიშნავენ ედუარდ ლიმონოვის პროზის გავლენას. რუბანოვის გმირები არიან მამაცები, ვაჟკაცურები, ცხოვრობენ დიდი ვნებებით. ამავე დროს მისი პროზა თვითირონიულია და რეფლექსური, ხშირად ეს არის რომანი „მამაკაცად ჩამოყალიბების“ და ასახავს ადამიანის ცნობიერებას დიდი ცვლილებების ეპოქაში.