ვლადისლავ ოტროშენკო

ოტროშენკო ვლადისლავ ოლეგის ძე (1959 წ.) — მწერალი, ესსეისტი, რ.ფ. (2014 წ.), ,,იასნაია პოლიანას’’ (2003 წ.), და სხვა მრავალი რუსეთისა და ევროპული პრემიების ლაურეატი.
დაიბადა ქ. ნოვოჩერკასკში. დაამთავრა მოსკოვის სახ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა რადიოში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებსა და მოხსენებებს. 1991 წ. გამოვიდა მისი პირველი წიგნი: ,,საშობაო ჰოკუ. სამ სტროფიანი ლექსი“. მის კალამს ეკუთვნის რომანები: ,,ქმნილების საიდუმლო ისტორია“, „დამატება ფოტოალბომზე“ და სხვ., რომელთაც მოიპოვეს ფართო აღიარება როგორც რუს, ასევე საერთაშორისო მასშტაბის მკითხველ საზოგადოებაში. მისი წიგნი, ესე, ,,გოგოლიანა და სხვა ისტორიები“ და დოკუმენტალური რომანი ,,სუხოვო-კობილინი. რომანი — კვლევა რუსი დრამატურგის ბედსა და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე“, ინტელექტუალურ ბესტსელერებად იქცნენ.
ევროპელი კრიტიკოსები ოტროშენკოს უწოდებენ: ,,სამხრეთის ადამიანს, გრძნობიერების ატმოსფეროს და ფანტასტიკური სამყაროების გამომგონებელს“. მას ადარებენ მილორადო პევიჩსა და მარკესს. მწერლის ერთ-ერთი უმთავრესი თემა გახლავთ კაზაკთა ცხოვრება. მწერალ პ. ბასინსკის აზრით კაზაკთა სახეები ოტროშენკოს შემოქმედებაში, წარმოადგენენ ,,სრულ ანტიპოდს შოლოხოვის მიერ დანახული კაზაკობისა. ოტროშენკოს კაზაკები — არიან რუსი სამურაები, საკუთარი, განსაკუთრებული ესთეტიკით“.