ბორის რიჟი
დაიბადა 1974 წელს ჩელიაბინსკში. დაამთავრა ურალის სამთო აკადემიის გეოფიზიკისა და გეოეკოლოგიის განყოფილება და ურალის გეოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, სადაც მუშაობდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი ხელმძღვანელობდა რუბრიკას ჟურნალ «ურალში» (ეკატერინბურგი). 1996 წლიდან ის უკვე ქვეყნდეოდა ურალის ჟურნალებში, შემდეგ კი პეტერბურგისა და მოსკოვის ჟურნალებში. მონაწილეობდა როტერდამის პოეზიის ფესტივალში. მისი სიცოცხლის განმავლობაში გამოიცა ლექსების ერთადერთი წიგნი» და ეს ყველაფერი...» (2000), მეორე წიგნი «ცივ ქარში» (2001) გამოვიდა გარდაცვალების შემდეგ. 2000-2010 წლებში გამოცემულია რამდენიმე თხზულება. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ბულგარულ, იტალიურ, ლიტვურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, სერბულ, თურქულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. არის დამოუკიდებელი პრემიის «ანტიბუკერის», ლიტერატურული პრემიის «ჩრდილოეთ პალმირას» ლაურეატი (გარდაცვალების შემდეგ). 2001 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რიჟის ნათელმა ცხოვრებამ და ტრაგიკულმა სიკვდილმა უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ ლიტერატურულ თაობაზე. რუსეთსა და ჰოლანდიაში მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაიბეჭდა რამდენიმე ბიოგრაფიული და მემუარების წიგნი, დაიდგა სპექტაკლები წამყვან თეატრებში, გადაიღეს დოკუმენტური ფილმები, ამჟამად მიმდინარეობს მხატვრული ფილმის გადაღება; მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები.