ოლეგ დოზმოროვი

დაიბადა 1974 წელს სვერდლოვსკში (ახლანდელი ეკატერინბურგი). დაამთავრა ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, ასპირანტურა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა მტვირთავად, დარაჯად, ბიბლიოთეკარად, მასწავლებლად, ჟურნალისტად, რედაქტორად. ხელმძღვანელობდა ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას და ჟურნალ „ურალის“ ლიტერატურულ კლუბ „ლებიადკინს“. ავტორია ლექსების ხუთი წიგნისა: „სივრცე“ (1999), „ლექსები» (2001), „რვამარცვლიანები» (2004), „შეხედე ბეჰემოთს» (2012), „ურალის აქცენტი» (2019). ლაურეატია ჟურნალ „ურალის“, „რუსეთისა“ და „მოსკოვის ანგარიშის“ პრემიებისა. ცხოვრობს ლონდონში.
დოზმოროვი თავს უფლებას აძლევს არა მხოლოდ წეროს პოეზია რუსული კლასიკური პოეზიის მინდვრებზე, არამედ მოურიდებლად იყენებს მას, როგორც პალიმფსესტს. ის ახერხებს შექმნას ილუზია, რომ მკითხველს გასააზრებლად ეს კონტექსტი საერთოდ არ სჭირდება.