სერგეი სტრატანოვსკი

დაიბადა 1944 წელს ლენინგრადში. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გიდად პუშკინის მუზეუმში, სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმში, ბიბლიოგრაფად რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (სანქტ-პეტერბურგი). ავტორია თერთმეტი პოეტური წიგნისა, მათ შორის: „დღის სიბნელე» (2000), «გაუმჭვირვალე მდინარეზე» (2005), «ტამბურის გაცოცხლება» (2009), „ლეღვის ხე» (2010), „გრაფიტი», (2011), „იობი და არაბი» (2013), „არეული მრავალხმიანობა» (2016), „იზბორნიკი» (2019). მისი ლექსები ითარგმნა მრავალ ენაზე, გამოიცა წიგნები ინგლისურ, ბულგარულ, ჰოლანდიურ, ებრაულ, იტალიურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, ფინურ, ფრანგულ, ჩეჩნურ, შვედურ და ესტონურ ენებზე. არის ი.ა. ბროდსკის ფონდის სტიპენდიატი. მრავალი რუსული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, მათ შორის ცარსკოე სელოს ხელოვნების პრემიის, ბორის პასტერნაკის, ნ. ვ. გოგოლის, ანდრეი ბელის, „პოეზიის ანთოლოგიის“, ჯ. კარდუჩის (იტალია), „პარაბოლის“ პრემიებისა. ცხოვრობს პეტერბურგში.
ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ანდრეი არიევი აღნიშნავს: „როგორც კულტურული ფენომენი, სტრატანოვსკის პოეზია ასუფთავებს ჩვენს აღქმას მასობრივი კულტურის წარმავალი ხელნაკეთობებისადმი დამოკიდებულების, ბაზრის რეიტინგებისადმი ნდობის შესახებ, დანაგვიანებული ცოდნის წყაროთა საინფორმაციო მტვრის შესახებ, რომელიც ავსებს „მსოფლიო აბლაბუდის ქსელს“. მთავარი ის არის, რომ პოეტი სამყაროს აღიქვამს, როგორც ისტორიით განპირობებულ მთლიანობას, რითაც ეწინააღმდეგება თანამედროვე ცნობიერების დისკრეტულობას, მისი ენტროპიის თავისებურებებით.