თათრული ეპოსი
ადექი, არ დაიძინო, გმირო, კიევისა ილია!
სტეპის კანონის მიხედვით — მძინარის მოკვლა —
არანაკლები დანაშაულია.
ასე რომ გაიღვიძე, გმირო!
მახვილი ერთგული ალესე,
და ჩაფხუტი თავზე დაიხურე.
მე — სტეპის თათარი ვარ
და მე შენ შეგებრძოლები.
ვიბრძოლოთ მზის ჩასვლამდე...
მაგრამ თუ ვერცერთი ჩვენგანი
ვერ გაიმარჯვებს,
მაშინ ძმებივით ვიქნებით.
ძლიერი ძლიერთან... ძმებივით.
სტეპის კანონის მიხედვით — მძინარის მოკვლა —
არანაკლები დანაშაულია.
ასე რომ გაიღვიძე, გმირო!
მახვილი ერთგული ალესე,
და ჩაფხუტი თავზე დაიხურე.
მე — სტეპის თათარი ვარ
და მე შენ შეგებრძოლები.
ვიბრძოლოთ მზის ჩასვლამდე...
მაგრამ თუ ვერცერთი ჩვენგანი
ვერ გაიმარჯვებს,
მაშინ ძმებივით ვიქნებით.
ძლიერი ძლიერთან... ძმებივით.





