არიან გამჭვირვალე ადამიანები...
* * *
არიან გამჭვირვალე ადამიანები,
ღრუბლები მათ სხეულში გადიან
ცა ჩანს
და ანგელოზი, ცაში რომ ფრინავს
და მღელვარე დემონი
ასევე ჩანს
არ მინდა ასეთი ვიყო
მინდა ვიყო არა გამჭვირვალე, არამედ მიწიერი
მინდა ვიცხოვრო დედამიწის აღთქმის მიხედვით
ვიყო მისი მაცხოვრებელი.





