ვლადიმერ მაკანინი
მაკანინი ვლადიმერ სემიონის ძე (1937—2017) — მწერალი. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის, „რუსული ბუკერის», „ბოლშაია კნიგას», „იასნაია პოლიანას» და მრავალი სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა ქალაქ ორსკში (ორენბურგის რეგიონი) ინჟინერ-მშენებლის და მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკურ-მათემატიკური ფაკულტეტი, ასწავლიდა მათემატიკას. დაამთავრა უმაღლესი სასცენარო კურსები, მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობა „საბჭოთა მწერალში”, უძღვებოდა პროზის სემინარს მ. გორკის სახელობის ლიტერატურულ ინსტიტუტში. მაკანინის
პირველი რომანი ,,პირდაპირი ხაზი» 1965 წელს გამოიცა. მაკანინის რომანებმა და მოთხრობებმა — «პორტრეტი და ირგვლივ», „ერთი და ერთი», „წინამორბედი», „სადაც ცა მთებს ერწყმოდა», „ანდეგრაუნდი ანუ ჩვენი დროის გმირი» „შიში“, „ასანი“ და ბევრმა სხვამ — გახადა იგი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი მწერალი. მისი
ნათელი, რთული, კინემატოგრაფიულად გამოხატული პროზა გამოირჩევა ფსიქოლოგიური წვდომით, საგნების და მოვლენების ინტელექტუალური ხედვით და განსაკუთრებით საზოგადოების განწყობა-მდგომარეობის საინტერესო მიმოხილვით. მაკანინს ეძახდნენ „სოციალური ჰუმანური მეცნიერებისა“ და „სოციალური დიაგნოსტიკის“ ოსტატს. ის ძირითადად იკვლევდა ე.წ საშუალო, „შუა კაცს“, გარეუბანში მცხოვრებს. საუბრობდა ინდივიდუალურობის, თავისუფლების, შემოქმედების, არჩევანის პრობლემებზე.