ტამბურის გაცოცხლება
ციმბირული შამანის რიტუალი
დამისხი რუსული არაყი
მაგ შენს ტამბურზე, ციმბირელო შამანო.
გაცოცხლდება ტამბურის კანი,
მისი რგოლი გაცოცხლდება.
მისი რგოლი სიმღერას დაიწყებს,
გაიხსენებს, შესაწირავ ხეს,
რომ იზრდებოდა იქ, ტაიგაში და ელოდა,
ღმერთების ნებით
როდის მოჭრიდნენ.
რუსული არაყი დაასხი,
დაათვრე ტამბურის ტყავი, შამანო,
მთვრალი სიმღერას დაიწყებს,
გაიხსენებს, გაბრაზებულ ირემს
მომაკვდავს თვალებში როგორ ჩახედა,
არ იცოდა რომ იცოცხლებდა
თავშეუკავებელი ტამბურის ხმებში,
სიკვდილის შემდეგ რომ იმღერებდა.
დამისხი რუსული არაყი
მაგ შენს ტამბურზე, ციმბირელო შამანო.
გაცოცხლდება ტამბურის კანი,
მისი რგოლი გაცოცხლდება.
მისი რგოლი სიმღერას დაიწყებს,
გაიხსენებს, შესაწირავ ხეს,
რომ იზრდებოდა იქ, ტაიგაში და ელოდა,
ღმერთების ნებით
როდის მოჭრიდნენ.
რუსული არაყი დაასხი,
დაათვრე ტამბურის ტყავი, შამანო,
მთვრალი სიმღერას დაიწყებს,
გაიხსენებს, გაბრაზებულ ირემს
მომაკვდავს თვალებში როგორ ჩახედა,
არ იცოდა რომ იცოცხლებდა
თავშეუკავებელი ტამბურის ხმებში,
სიკვდილის შემდეგ რომ იმღერებდა.



