დანიელ გრანინი
გრანინი დანიელ ალექსანდრეს ძე (1919—2017) მწერალი, სცენარისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ომისა, ისტორიულ და ,,ქალაქურ’’ თემებზე დაწერილი პროზის ავტორი, დოკუმენტალისტი, სსრკ. (1976), რფ (2001, 2016) და მრავალი სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა კურსკის გუბერნიის ქ. ვოლინსკში. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინერ ენერგეტიკოსად. 1941წ, წავიდა ფრონტზე, მოხალისედ. გრანინის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა 1937წ. მწერალს აღიარება მოუტანეს სამოციან წლებში გამოსულმა რომანებმა, რომლებიც ეხებოდნენ ახალგაზრდა საბჭოთა მეცნიერთა პრობლემებსა და მისწრაფებებს ,,მაძიებელნი’’, ,,ქორწილის შემდეგ’’, ,,საკუთარი აზრი’’, ,,ჭექა-ქუხილისკენ’’ და სხვა. 1979წ. ალეს ადამოვიჩთან თანაავტორობით შექმნა დოკუმენტური ,,წიგნი ბლოკადაზე’’ — რომელიც შეიცავს ლენინგრადის ბლოკადის ამსახველ მასშტაბურ კვლევებს. მისი რომანებიდან ერთერთ ყველაზე ძლიერ ნაწარმოებად აღიარებულ იქნა ,,ზუბრი’’, რომელიც გამოჩენილი გენეტიკოსის ნიკოლოზ ტიმოფეევ-რასსოვსკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.
აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო მთელი რიგი კულტურულ-საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი და სულის ჩამდგმელი.