ლეონიდ იუზეფოვიჩი
იუზეფოვიჩი ლეონიდ აბრამის ძე (1947 წ.) — პროზაიკოსი და სცენარისტი. „ნაციონალური ბესტსელერისა» (2001, 2016) და „ბოლშაია კნიგას» (2009, 2016, 2021) პრემიების ლაურეატი.
დაიბადა მოსკოვში, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა პერმში. დაამთავრა პერმის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია. მისი დებიუტი შედგა 1977 წელს რომანით — „თავისუფლებასთან შეუღლება“. შემდგომში გამოიცა ისტორიული მოთხრობები და რომანები „ესპეროს კლუბი“, „ქარის თავადი“, „კაზაროსა“, „წეროები და ჯუჯები“, „უდაბნოს ავტოკრატი“, „შუქურა ჰიუმაზე“, „ფილელენი“ და სხვა.
დიდი წარმატება ხვდა წილად ივან პუტილინის შესახებ ისტორიული დეტექტიური მოთხრობების სერიას. სამოქალაქო ომის შესახებ დოკუმენტურმა რომანმა — „ზამთრის გზა» ყველაზე აღფრთოვანებული შეფასებები მიიღო.
იუზეფოვიჩის პროზასა და დოკუმენტურ ფილმებში ღრმა ისტორიციზმი შერწყმულია ეგზისტენციალურ დაძაბულობასთან.
„დეტექტიური ინტრიგის მიღმა, ყოფიერების კიდევ ერთი, ძვირფასი საიდუმლო იმალება. იუზეფოვიჩის თითოეულ დეტექტივში არის თავგადასავალი უფრო ამაღელვებელი, ვიდრე უბრალო მკვლელის ძიებაა, ეს არის ინტელექტუალური თავგადასავალი: მკითხველი ეზიარება რაღაც გლობალური, სამყაროს მომცველი იდეის საიდუმლოს“ (მ. აბაშევა).