ვასილი აქსიონოვი

აქსიონოვი ვასილი პავლეს ძე (1932—2009) — მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, ლაურეატი პრემიებისა: „რუსი მწიგნობარი“ (2004), „ტრიუმფი“ (2003), „წლის წიგნი“ (2005). დაიბადა ქალაქ ყაზანში, ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ოჯახში. მშობლები რეპრესირებულნი იყვნენ 1937 წელს. ცხოვრობდა ბავშვთა სახლში, შორეულ ნათესავებთან, ომის შემდეგ — დედასთან ერთად მაღაზიის შენობაში. აქსიონოვის დედა, ევგენია გინზბურგი გახდა ავტორი „გულაგ“—ზე შექმნილი ერთერთი პირველი მემუარული წიგნისა — „მკვეთრი მარშრუტი“. დაამთავრა ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტი, მუშაობდა ექიმად.
ჟურნალ „იუნოსტში“ გამოქვეყნებულმა პირველმა მოთხრობებმა: „კოლეგები“, „ვარსკვლავური ბილეთი“, „ფორთოხლები მაროკოდან“, „დატვირთული კასრ ტარა“ — ის აქციეს 1960—იანების „ახალგაზრდული ქალაქური პროზის“ ერთ-ერთ ლიდერად და ახალგაზრდების უპირობო კერპად. აქსიონოვმა ლიტერატურაში შემოიყვანა ახალი, რომანტიკული საბჭოთა გმირის ტიპი — საკუთარი „მე“—ს მაძიებელი, თავისუფლების, ჯაზის, მოგზაურობის მოყვარული, ჭეშმარიტი პატრიოტი ახალგაზრდისა.
იბეჭდებოდა თვით გამოცემებში. 1980 წ. საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, ასწავლიდა რუსულ ლიტერატურას რიგ ამერიკულ უნივერსიტეტებში. საზღვარგარეთ გამოვიდა მისი რომანები „ჩვენი, ოქროს რკინა“, „სიდამწვრე“, „კუნძული ყირიმი“, ტრილოგია „მოსკოვური საგა“, „ახალი, ნუგბარი სტილი“, „საკეისრო კვეთა“. რუსეთში დაბრუნდა 2004წ. აქ დაწერილი რომანები „ვოლტერიანელი მამაკაცები და ვოლტერიანელი ქალები“ და „იდუმალი ვნება“ მკითხველის დიდი მოწონებით სარგებლობდნენ.
მუშაობდა სოციალური გროტესკის, ალტერნატიული ისტორიის, საოჯახო ეპოსის ჟანრებში.
კრიტიკოსები აღნიშნავდნენ მისი პროზის რიტმულ მრავალფეროვნებას, „სტილის ჯაზისებრ, სასიამოვნო ამორფულებს, ნათელ და მკვეთრ მდგრადობას, „მოკლე ჰემინგუეისებურ ფრაზას“.