ირინა ერმაკოვა
დაიბადა 1951 წელს ქერჩის სრუტეში, გემზე. გაიზარდა ჩერკასში (უკრაინა). დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სატრანსპორტო ინსტიტუტი „ხიდებისა და გვირაბების“ განხრით. მუშაობდა ხიდების პროექტების ინჟინერ-კონსტრუქტორად. ავტორია რვა პოეტური კრებულისა, მათ შორის «იავნანა ოდისევსისთვის» (2002), «სკაი» (2007), «დღესასწაულის მოლოდინში» (2009), «ალისფერი მელანი შავ აბრეშუმზე» (2012), «მეშვიდე» (2014 წ.), იტალიურად ნათარგმნი ლექსების წიგნი «Ninna-nanna per Odisseo e altre poesie» (2008) და რამდენიმე ლიტერატურული მისტიფიკაცია, რომელთაგან ყველაზე ცნობილია მე-12 საუკუნის იაპონელი პოეტი იოკო ირინაჩი. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, არაბულ, ბულგარულ, იტალიურ, კატალონიურ, ჩინურ, ლატვიურ, მაკედონიურ, გერმანულ, პოლონურ, პორტუგალიურ, რუმინულ, სერბო-ხორვატულ, ფრანგულ და სხვა ენებზე. ლაურეატია ჟურნალ „Arion“ -ისა და „Oktyabr“-ის, „ანთოლოგიის“, იტალიურ-რუსული — „LericiPea Mosca“, „მოსკოვის ანგარიშის“, ვოლოშინის საერთაშორისო და „გვირგვინის“ პრემიებისა. ცხოვრობს მოსკოვში.
ირინა ერმაკოვა თანაბრად არის ორივე ტრადიციული, კლსიკური და ავანგარდული ლიტერატურის მემკვიდრე, ოსტატურად ფლობს რუსული ლექსის სხვადასხვა ფორმებს, იამბური ტეტრამეტრიდან თავისუფალ ლექსამდე, აახლებს და აუმჯობესებს მათ თავისი ლირიკული „მე“-ს დაქვემდებარებული გავლენით.