რომან სენჩინი

სენჩინი რომან ვალერის ძე (1971 წ.) — პროზაიკოსი და ლიტერატურათმცოდნე.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიისა და (2012), ბოლშაია კნიგას” პრემიების ლაერეატი. (2015). დაიბადა კიზილში (ტივა). სწავლობდა ლენინგრადის სამშენებლო სკოლაში. მინუსინსკში მუშაობდა თეატრის სცენის დამმონტაჟებლად, დარაჯად, მეეზოვედ, მტვირთავად. ბეჭდავდა მოთხრობებს კიზილში, აბაკანში და მინუსინსკის გაზეთებში. დაამთავრა მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.
პირველი მოსკოვური პუბლიკაცია არის მოთხრობების ციკლი „დღე რიცხვის გარეშე“ („ზნამია“ 1997).
სენჩინი ავტორია რომანებისა: „ნუბუკი„, „შავ კიბეზე„, „ყინული ფეხქვეშ„, „ინფორმაცია“, „წვიმა პარიზში“, „წყალდიდობის ზონა’, „ელტიშევები“ და კიდევ მრავალი მოთხრობა და რომანი, ჟურნალისტური ესეები და კრიტიკული სტატიები.
კრიტიკოსები სენჩინს „პირქუში რეალისტების„ კატეგორიას მიაკუთვნებენ. მისთვის დამახასიათებელია „საბედისწერო პათოსი, ჩაქსოვილი რუსული ლიტერატურული ტრადიციების ქვეცნობიერში. (ლ. პიროგოვი). სენჩინის დამოკიდებულება, “ლიტერატურული ჭეშმარიტებისადმი“, „ფაქტურობა“ მხატვრული ლიტერატურის დოკუმენტირება, ხშირად გაიძულებს აღიქვა მისი პროზა, როგორც დამოწმება თანამედროვე რუსეთის შესახებ.

ავტორის ნამუშევრები

1 სამუშაო