ვალერი პოპოვი
პოპოვი ვალერი გიორგის ძე (1939 წ.) — პროზაიკოსი, პოეტი, სცენარისტი, რუსეთის ფედერაციის პრემიის (2013) სანკტ-პეტერბურგის პრემიის (2014), ,,ბოლშაია კნიგას» და რიგი სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა ყაზანში. დაამთავრა ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი, მუშაობდა ინჟინრად. დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინომატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი.
1969 წელს გამოიცა მწერლის მოთხრობების პირველი კრებული „უფრო სამხრეთით, ვიდრე ადრე». მან შექმნა სამ ათეულზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური პროზის წიგნი: მოთხრობები: «საუკეთესო უარესს შორის», «სოკოს მკრეფები დადიან დანებით», «მელნის ანგელოზი», «გამარჯვების საშინელება», «მაგდალინელის სახარება», „მესამე სუნთქვა“, „ცხოვრებამ გაამართლა“, „ცხოვრება ცვლილებების ხანაში“. დაწერა რამდენიმე სცენარი. ავტორია წიგნებისა დ.ს. ლიხაჩევისა და ს.დ. დოვლატოვის შესახებ.
პოპოვს მიაკუთვნებენ «ლენინგრადის პროზაიკოსთა სკოლას», საიდანაც გამოვიდნენ ანდრეი ბიტოვი და სერგეი დოვლატოვი. მის პროზას ახასიათებს ტრაგიკომიკურობა, გროტესკულობა, მასში ყოველდღიური მწერლობა შერწყმულია მგრძნობელობასთან, ხოლო წარმოდგენის აღფრთოვანება — აღმსარებლობით ფორმასთან.